ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

საგზაო უსაფრთხოებისთვის, კახეთში ზოგადი ხედვის და ნომრის ამომცნობი 498 ვიდეო კამერაა დამონტაჟებული

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა მოქმედებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2024 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოში ჯამში 7 784 ვიდეოკამერაა ერთიან ქსელში ჩართული. აქედან, 5 428 ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 2 356 – ნომრების ამომცნობი.

შსს-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი კონტროლი თბილისზე ხორციელდება, სადაც კამერების 34% მოდის. კერძოდ, დედაქალაქში 2 636 კამერაა განთავსებული, აქედან 2 250 ზოგადი ხედვის, ხოლო ნომრის ამომცნობი 386-ია. შემდეგია, ქვემო ქართლი 13,5%-ით. რეგიონში 1 048 კამერაა, აქედან 700 ზოგადი, 348 კი ნომრის ამომცნობი. კამერების რაოდენობით აჭარა მესამე პოზიციაზეა, აქ 560 მოწყობილობაა ქსელში ჩართული, აქედან 236 ზოგადი, ხოლო 324 ნომრის ამომცნობია.

შსს-ს მონაცემებით, კახეთში სულ 498 კამერაა დამონტაჟებული, აქედან ზოგადი ხედვის 337 და ნომრის ამომცნობი 161.

უფრო კონკრეტულად, ვიდეოკამერების განაწილება იხილეთ ცხრილში: