სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეხორბლე ფერმერებს პასუხობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეხორბლე ფერმერებს პასუხობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, არ მოხდეს პურზე ფასების მატება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული მეხორბლე ფერმერებისა და რეალიზატორების მხარდასაჭერად, პურის გაიაფების დინამიკის შენარჩუნებიდან გამომდინარე მოხდება.
,,აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებმა მოახდინო მიღებული მოსავლის რეალიზაცია და მიიღონ შემოსავალი.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვია.
მეხორბლე ფერმერები და რეალიზატორები, პროდუქციის რეალიზაციას არ ახდენენ, რადგან მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ხორბლის მწარმოებლებთან, მეხორბლეთა, მეპურეთა ასოციაციების წევრებთან, წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან.
ქართული ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ხორბალთან მიმართებაში მოიხსნა ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა.
ამ ეტაპზე, სამინისტროში მუშავდება დამატებითი ღონისძიებების გეგმა, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. ამასთანავე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოში ხორცილდება ფქვილის იმპორტი, რომელიც გაცილებით იაფია, ვიდრე ხორბალი. იაფი ფქვილის იმპორტი შესაძლებელს ხდის, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს იაფი პურით და პურპროდუქტებით”,- აცხადებენ სამინისტროოში.
კახეთში მცხოვრები ფერმერები ხორბლის და ქერის შარშანდელი მოსავლის გაყიდვას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, რამდენიმე დღეში ახალი მოსავალი უნდა მიიღონ, თუმცა ამ დროისთვის საწყობებში თითოეულს რამდენიმე ათეული ტონა მოსავალი უფუჭდება.
ფერმერები ამბობენ, რომ დაახლოებით 30-40 ათასი ტონა ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით 300-მდე ფერმერბა თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალზე, აქციაც გამართა. მათ ხელისუფლებას ვადა 10 მაისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსეს.
როგორც Knews.ge-სთან საუბრისას ფერმერები აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულის დაბეგვრა. მათი თქმით, საქართველოში მოყვანილი მარცვლეულის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს, რადგან რუსეთიდან შემოტანილი პროდუქცია, ადგილობრივს კონკურენციას უწევს. საქართველოში მოყვანილი მოსავლის ექსპორტზე გატანა კი ვერ ხდება.
ფერმერები ხელისუფლებას ხორბლის და ქერის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ
კახეთში მეხორბლე ფერმერებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს
კახეთში ფერმერები ტონობით ხორბლის და ქერის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ

