ყვარელში, 9 აპრილის სკვერში ინფრასტრუქტურა დააზიანეს
ყვარელში, 9 აპრილის სახელობის სკვერში, ვანდალური ფაქტი მეორედ დაფიქსირდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია განათების ბოძები.
,,სკვერში არსებული დაზიანებული განათების ბოძების შეცვლა ახლახანს განხორციელდა. გარკვეული პირების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება მისი დაზიანება. ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირების წინააღმდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს”,- აცხადებენ მერიაში.