ახალი ამბები

სიღნაღში თეატრალური ფესტივალი გაიმართება

3-დან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში, სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პირველი თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია, ასევე მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.

გარდა საკონკურსო პროგრამისა, ერთი კვირის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან.