ახალი ამბები

კახეთში მეხორბლე ფერმერებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს

კახეთში მეხორბლე ფერმერებმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ერთობლივი შეთანხმების შემდეგ მიიღეს. მანამდე კი რამდენიმე წუთის განმავლობაში წნორი – ლაგოდეხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და დაზიანებული ხორბალი გაშალეს. ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს კონკრეტული მოთხოვნები გააცნეს და ერთკვირიანი ვადა მისცეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ასეულობით ტონა ხორბალი დასაწყობებული აქვთ, რადგან კილოგრამი ხორბლის ფასი თვითღირებულებასაც ვერ ინაზღაურებს. აღნიშნული აქცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ იმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.