გაიცანით საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში მაკა ბოლღაშვილი სიღნაღიდან
ახალგაზრდა სპორტსმენი, მაკა ბოლღაშვილი არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის XII კლასის მოსწავლე.
ის სპორტით ბავშობიდანვე იყო დაინტერესებული. ვარჯიში დაიწყო 2022 წელს ააიპ სპორტის განვითარების ცენტრის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციაში და დღემდე ბევრ წარმატებას მიაღწია. 2023 წლის თებერვალში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით 23 წლამდე კატეგორიაში დაიკავა II ადგილი. წელს წარმატებით იასპარეზა და გახდა საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში (63 კგ კატეგორიაში). მაკა ასევე არის არის ძიუდოს ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების წევრი.
ახალგაზრდას მიზანია 2023 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია.