თელავში სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმსჯელეს
თელავში USAID-ის 5 წლიანი პროგრამის
„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამა მოქალაქეთა სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება და მიზნად ისახავს უმცირესობების ჩართულობის გაზრდას საჯარო პოლიტიკის ყველა საკითხში, სექტორთა თანამშრომლობის გზით, მათი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას და სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური
კავშირების გაძლიერებას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პროგრამა მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შემტანი იქნება საქართველოს სამოქალაქო იდენტობის გაძლიერებასა და მოქალაქეთა ერთიანობის მრავალფეროვნებით გამოხატვაში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ნათია ქარჩაიძემ, რომელმაც ისაუბრა ახალგაზრდული ცენტრის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობასა და გამოცდილებაზე.
USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით.