ახალი ამბებიპოდკასტებიღია სტუდია

პოზიტიური მშობლობა – პრობლემები და გამოწვევები

გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ აქტუალური თემის – მშობლობის შესახებ. მშობელსა და მოზარდს შორის არსებული კომუნიკაციის სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე. მშობლობის შესახებ ბევრი მითი არსებობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალადობას აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს.

პოზიტიური მშობლობის სტილი ეხმარება მოზარდებს სოციალური უნარების განვითარებასა და ემოციების რეგულაციაში, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებაში, საშუალებას აძლევს მათ დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობაში და სხვ.  გადაცემაში ვსაუბრoბთ რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა, რა სარგებელი მოაქვს მას ბავშვისთვის და მშობლისთვის.

ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე და ფსიქოლოგი ნათია მექვაბაური.