სოფელ შალაურში, სასტუმრო „ქვევრები“ სექტემბერში გაიხსნება
მიმდინარე წლის სექტემბერში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სასტუმრო „ქვევრები“ გაიხსნება.
„ქვევრები“ სამსართულიან, 17-ნომრიან სასტუმროს, 20 ქვევრის ტიპის ოთახს, საკონფერენციო დარბაზს, რესტორანს, ბარს, ტერასას და ღია აუზს გააერთიანებს. კომპლექსი 3 ჰექტარზე განთავსდება და ადგილზე სასტუმროს გარდა, ნახევარ ჰექტარზე ვენახი გაშენდება.
სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი, რადგან ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთდება.
ცნობისთვის, სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე შენდება. მისი ყველა ნომრიდან, მათ შორის, ქვევრებიდან კავკასიონის ხედი იშლება. სასტუმროს მშენებლობა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მინიმუმ 30 ადამიანს დაასაქმებს.
ნახეთ ამავე თემაზე:
თელავში სასტუმრო ,,ქვევრის” მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება
რა ეტაპზეა შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯების და სასტუმროს მშენებლობის პროცესი- ფოტორეპორტაჟი
სოფელ შალაურში სასტუმრო და ქვევრის ფორმის კოტეჯები წლის ბოლოს გაიხსნება

