თელავში სასტუმრო ,,ქვევრის” მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სასტუმრო ,,ქვევრის” მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ პანდემიისა და გაუფასურებული ლარის გამო დაპაუზებული ქვევრის ფორმის სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა უკვე განახლდა და ამ ეტაპზე კომპლექსში შიდა სამუშაოები იწყება.
თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრების” მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო. სასტუმროს კომპლექსში განთავსებული იქნება 17-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება.
,,ამ მომენტისათვის დაგეგმილია 20 ქვევრის და სასტუმროს ძირითადი ფლიგელის მშენებლობა, რომელიც გავზარდეთ და იქ იქნება დამატებით კიდევ 17 ნომერი, რესტორანი, ბარი და საკონფერენციო დარბაზი. გარკვეულ ტერიტორიაზე უკვე გაშენდა ვენახი. სასტუმროს შენობა, აუზი, სპა კომპლექსი დასრულებულია და ახლა უკვე შიდა სამუშაოები დაიწყება და შემოდგომის სეზონისთვის უკვე ვფიქრობთ, რომ გავიხსნებით. სასტუმრო მთლიანად 30-ნომრიანი იქნება, შესაბამისად დაახლოებით 60 სტუმრის განთავსებას შევძლებთ და ჩვენთან, 20 ადამიანამდე დასაქმდება“, – განაცხადა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე შენდება. მისი ყველა ნომრიდან, მათ შორის, ქვევრებიდან კავკასიონის ხედი იშლება.