სიღნაღის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში, ანაგაში ,ვაქირში, საქობოში, ბოდბისხევში, ტიბაანში, ჯუგაანში, ქვემო ბოდბესა და ქვემო მაღაროში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ეწყობა ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილო, შენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.
,,სამუშაოების დასრულების შედეგად აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი და დაგეგმილია, რომ დაახლოებით 315 კილომეტრი ქსელი უნდა მოეწყოს და რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 14 რეზერვუარს. გარდა ამისა, აშენდება ახალი რეზერვუარები, ასევე გაკეთდება 18 ჭაბურღილი“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 27 მილიონი ლარია.