პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, თელავის თეატრმა პირველი პრემიერა გამართა
პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, თელავის თეატრმა პირველი პრემიერა 2 და 3 აპრილს გამართა.
მცირე სცენაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი “როცა ძალიან მოგენატრები”, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე.
აღსანიშნავია, რომ თეატრში მაყურებელი დაშვება მოხდა არსებული რეგულაციების სრული დაცვით.