კორონავირუსის დაფიქსირების გამო გურჯაანში იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი დაიკეტა
კორონავირუსის დაფიქსირების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის სახლ- მუზეუმი დაიკეტა.
არსებული ინფორმაციით, კოვიდ – 19 დაწესებულების მენეჯერს დაუდასტურდა. გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი ადასტურებს, რომ დამთვალიერებლების მიღება, ვირუსის დადასტურების გამო შეწყდა.
მისი განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. სახლ- მუზეუმი 20 აპრილამდე იქნება დაკეტილი.