რა ეტაპზეა შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯების და სასტუმროს მშენებლობის პროცესი- ფოტორეპორტაჟი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯების და სასტუმროს მშენელობა აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც knews.ge-ს კომპანია „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა გიორგი კლდიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე აშენებულია ქვევრის ფორმის ორი კოტეჯი და აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა.
გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, სასტუმრო 2019 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამუშაოები 2020 წლის იანვარში დაიწყო, ამის მიზეზი კი ბანკიდან სესხის აღების პროცედურების გახანგრძლივებამ იყო.
,,ბანკთან მოლაპარაკებების პროცესმა გააჭინაურა პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ჩვენ ავიღეთ 2 მილიონი ლარის სესხი, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტის – „უმასპინძლე საქართველოში“ პროცენტის თანადაფინანსებით არის უზრუნველყოფილი. ასევე დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება დამატებით კიდევ ჩვენი ინვესტიცია. საწყის ეტაპზე იქნება 20 ქვევრი და მთავარ შენობაში 9 ნომერი.
ასევე სამოამვლოდ ვგეგმავთ ერთი დიდი შენობის აშენებას სადაც იქნება დაახლოებით 25 ნოემერი.
პირველ ეტაპზე იქნება რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, სპა და აუზი და თითოეულ ქვევრ-ოთახს კი ექნება ღვინის დასახელება, სასტუმროს გვერდზე გაშენდება ვენახი”,– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კლდიაშვილმა.
სამუშაოებს კომპანია “ქვევრი” ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია. სასტუმროს გახსნას წლის ბოლოს იგეგმება.