ახალი ამბები

კახეთში “კოვიდ-19” კიდევ 15 მოქალაქეს არ დაუდგინდა

კორონავირუსზე კიდევ 15 მოქალაქის გამოკვლევის შედეგები გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კოვიდ 19 არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ნელი ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ 18 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან 118 ნიმუში გაიგაზვნა და ყველა ტესტირების შედეგი უარყოფითია.

“ბიოლოგიური ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში კორონავირუსზე გამოკვლევა უტარდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, მათ მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებსა და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალს.18 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 118 ნიმუში. ყველა საკვლევი მასალის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში დღემდე გაგზავნილია 2897 ნიმუში, აქედან 1001 მედპერსონალს ეკუთვნის, 882 კარანტინ მყოფი პირებისაა. კორონავირუსზე ასევე გამოიკვლიეს 149 შშმ პირი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და ამ ეტაპზე ახალი ვირუსული ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.