ახალი ამბები

თელავის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან შალამბერიძემ, თანამდებოვა დატოვა.

როგორც knews. Ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მერის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.  მისი განმარტებით, ის სხვა სამსახურში გააგრძელებს მუშაობას.

ლევან შალამბერიძე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. იგი პროფესიით იურისტია. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახაზინო ადვოკატიც იყო.

 

ავტორი: მაკა ხაზიური