სოფელ შალაურში სასტუმრო და ქვევრის ფორმის კოტეჯები წლის ბოლოს გაიხსნება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯების და სასტუმროს მშენელობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს კომპანია ,, ქვევრი” ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია.
პროექტის მიხედვით, სასტუმრო 2019 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ 2020 წლის იანვარში დაიწყო.
როგორც BM.GE-ისთან კომპანია „ქვევრების“ თანადამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, გეგმები ბანკიდან სესხის აღების პროცედურების გახანგრძლივებამ შეაცვლევინათ, თუმცა ახლა სასტუმროს მშენებლობა შეუჩერებლად მიმდინარეობს.
„ბანკთან მოლაპარაკებების პროცესმა გააჭინაურა პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ჩვენ ავიღეთ 2 მლნ ლარის სესხი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის – „უმასპინძლე საქართველოში“ პროცენტის თანადაფინანსებით არის უზრუნველყოფილი. იანვარში დაგვიმტკიცდა სესხი და ამის შემდეგ დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ ლარია, საიდანაც 1 მლნ ლარი ჩვენი ინვესტიცია ჩავდეთ“, – აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
სასტუმროს იდეის ავტორები სასტუმროს გახსნას წლის ბოლოს გეგმავენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასტუმროს ძირითადი შენობის შავი კარკასის მშნებლობა. პარალელურად კი იდგმევა ქვევრები.
პროექტით გათვალისწინებულია 20 ქვევრის ნომრის მშენებლობა , ძირითად შენობაში იქნება 9 ნომერი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ბარი, აუზი, მარანი და სხვა მომსახურებები. თითოეულ ქვევრ-ოთახს კი ექნება ღვინის დასახელება, სასტუმროს გვერდზე გაშენდება ვენახი.