ძლიერმა ქარმა სოფელ ჩუმლაყში ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ცენტრალურ გზაზე, ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი დააზიანა.
გურჯაანია მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ბოძის გამაგრების სამუშაოები ღამით ჩატარდა.
,,ბოძის დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს”,-აცხადებს არჩილ ხანდამაშვილი.