ახალგაზრდული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“
ქალაქ თელავში ახალგაზრდული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“ გამოცხადდა.
სამოქალაქო კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია. კონკურსის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობა.
კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია!“ იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები რეგიონების მიხედვით გამოვლინდებიან.