საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქალაქ საგარეჯოში ახალი რეკრეაციული და გასართობი არეალის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარებიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც 505 035 ლარს შეადგენს;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა; შშმ პირთათვის ადაპტირებულ პანდუსი; საბავშვო-გასართობი მოედნის და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა; ბილიკებს შორის გამწვანების მოწყობა დეკორატიული ქვაფენილებით; სპორტული საკალათბურთო მოედნის და ქუჩის ტრენაჟორების მოწყობა; ბილიკების გასწვრივ დეკორატიული განათების, ლამპიონისა და დეკორატიული ღობის მოწყობა; სკვერში მოეწყობა ახალი მონოლითური კედლები, ფანჩატური და ადაპტირებული საპირფარეშო.