მონიტორინგის ჯგუფი “ხანდაზმულთა სავანე ბეთელში” არსებულ მდგომარეობას სწავლობს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი “ხანდაზმულთა სავანე ბეთელში” არსებულ მდგომარეობას სწავლობს, – ამასთან დაკავშირებით განცხადებას სააგენტო ავრცელებს.

“სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს.

ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე ამავე თემაზე:

ჯანდაცვის სამინისტრო- წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ

სახალხო დამცველი- წნორში ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ღირსების შემლახავ პირობებში არიან