ჯანდაცვის სამინისტრო- წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა.
მათივე ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.
უწყების განცხადებით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით, მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
შეგახსენებთ, 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
იხილეთ ვრცლად ამ თემაზე მომზადებული მასალა:
სახალხო დამცველი- წნორში ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარები ღირსების შემლახავ პირობებში არიან
Pingback: მონიტორინგის ჯგუფი "ხანდაზმულთა სავანე ბეთელში" არსებულ მდგომარეობას სწავლობს | knews.ge