ახალი ამბები

გაიცანით კერამიკოსი თამარ გაურგაშვილი პანკისიდან

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები თამარ გაურგაშვილი რამდენიმე წელია თიხისგან სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებს.

თამარი ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, გაიარა შესაბამისი ტრენინგები და ახლა თიხისგან ნივთებს დამოუკიდებლად ამზადებს.

კერამიკოს ქალთა სახელოსნო, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მოქმედებს სახელოსნო, სადაც 20-მდე ქალ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ სუვენირებს, ჭურჭელს და ნამუშევრებს ამზადებენ და შემდეგ ყიდიან. კერამიკოს ქალთა სახელოსნო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ჰანოვერის ქართული სათვისტომოს და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი KRDF-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

ნახეთ ვიდეო და გაიცანით კერამიკოსი თამარ გაურგაშვილი.