სოფელ გურჯაანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები მუნიციპალიტეტს გადაეცა
სოფელ გურჯაანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა.
თხუთმეტამდე კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტი, ბრინჯაოს სატევარი, ბრინჯაოს საკინძი (ნემსი) და სამარხეული მასალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კახეთის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების და არქეოლოგების მიერ, ძვ.წელთაღრიცხვით XI-X საუკუნეებით დათარიღდა.
სოფელ გურჯაანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას გადაეცა, საიდანაც ისინი ვაჩნაძიანის გიორგი მაისურაძის სოფლის ისტორიის მუზეუმის ფონდ- საცავში განთავსდება.
იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული მასალები: