სოფელ გურჯაანში ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს- ფოტოები
სოფელ გურჯაანში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დროს, ბრინჯაოს ხანის ორმო-სამარხი აღმოაჩინეს.
ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნემსი იყო დამარხული.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს რეგიონალური ინსპექციის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია და გურჯაანში დაბრუნება მოხდება.
არქეოლოგიური დასკვნა გარკვეული დროის შემდეგ გახდება ცნობილი.