სოფელ კარდენახის ცენტრალურ გზაზე ავტომანქანა დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ცენტრალურ გზაზე მსუბუქი მანქანა დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, მოძრავ მანქანას ცეცხლი “მერსედესის” მარკის ავტომობილს მოულოდნელად გაუჩნდა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
მომხდარის დროს მანქანაში მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა დროულად შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსისტემიდან გაჩნდა.