თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “შევროლეტი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.