ახალი ამბები

დავეხმაროთ 6 თვის ნაგაზს

თელავში, ქუჩაში მიტოვებული ნაგაზის ლეკვი შველას ითხოვს. knews.ge -ს თელავი ნაფარეულის გზაზე ალაზნის ხიდზე წრიულთან მიტოვებული ლეკვების თაობაზე ჩვენმა მკითხველმა, ბელა სონღულაშვილმა გვაცნობა. 

მიტოვებული ლეკვები თავდაპირველად ბლოგერმა ნინო დიასამიძემ ნახა და ფეისბუქში ცხოველთა  დახმარების გვერდზე დაწერა. „ თელავი ნაფარეულის გზაზე ალაზნის ხიდზე წრიულთან არიან ეს საცოდავები.  განსაკუთრებულია თეთრი ხვადი ნაგაზი,  ბავშვივით თბილი. იქნება იშვილოთ ვინმემ? დავტოვე მისი სევდიანი თვალები და ვერ ვივიწყებ როგორ გაიმეტეს ეს საოცრებები შიმშილისათვის გთხოვთ იშვილეთ, ყველაზე სპეტაკი სუფთა გულები.“ – დაწერა პოსტში დიასამიძემ.

მართალია ამბავს სოციალურ ქსელში ბევრი მნახველი და გულშემატკივარი გამოუჩნდა,  მაგრამ ლეკვები ისევ უპატრონოდ მიტოვებული არიან და მხოლოდ კეთილი გამვლელის წყალობით არსებობენ.  როგორც ბელა სონღულაშვილმა განგვიმარტა, მიტოვებული ნაგაზი სუფთა ქართული, იშვიათი ჯიშია, ძაღლს სიამოვნებით იშვილებს და მოხალისეებს სთხოვს თბილისამდე ჩაიყვანონ.

knew.ge ს რედაქცია გთხოვთ, დაინტერესდით ნაგაზის ბედით და დაგვიკავშირდით.  ერთად დავეხმაროთ ქართულ ნაგაზს პატრონამდე მიყვანაში.

გამოხმაურების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს FB გვერდზე https://www.facebook.com/kakhetiskhma 

ან დარეკეთ აყვანის მსურველთან: 591001011

მოკლედ ნაგაზის თაობაზე: 

კავკასიური ნაგაზი დიდი და ძლიერი ჯიშის ძაღლია, ამიტომ ესაჭიროება ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში. ეს ძაღლი შეუფერებელია ბინაში ცხოვრებისათვის, რადგან ბევრი თავისუფალი სივრცე სჭირდება. მისთვის იდეალურია ქალაქგარეთ ცხოვრება. მთავარი პირობა კი მისთვის საიმედოდ დაცული და შემოსაზღვრული ტერიტორიაა.

ქართული ნაგაზისათვის აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე სოციალიზაცია, რათა უცნობებს მშვიდად შეხვდეს. მისთვის მნიშვნელოვანია მკაცრი და თანამიმდევრული გაწვრთნა. ძაღლის ეს ჯიში ძალიან ტერიტორიულია და აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ, ამიტომ საჭიროა მისთვის იდეალური მორჩილების გამომუშავება, რათა თავიდან ავიცილოთ მისი აგრესიულობა და უმართვადობა. ლეკვის სოციალიზაცია უნდა მოხდეს ყველა საშუალებით: მას უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვებთან და დიდებთან, სხვა ძაღლებთან და შინაურ ცხოველებთან. ნუ შეზღუდავთ მას თამაშისა და სხვებთან კონტაქტის დროს.

ნახეთ ვიდეო მიტოვებული ძაღლების შესახებ. 

თელავი ნაფარეულის გზაზე ალაზნის ხიდზე წრიულთან არიან ეს საცოდავები განსაკუთრებულია თეთრი ხვადი ნაგაზი ბავშვივით თბილი იქნება უშველოთ ვინმემ დავტოვე მისი სევდიანი თვალები და ვერ ვივიწყებ როგორ გაიმეტეს ეს საოცრებები შიმშილისათვის გთხოვთ იშვილეთ ყველაზე სპეტაკი სუფთა გულები

Posted by Nino Diasamidze on კვირა, 23 აგვისტო, 2020