გურჯაანში მერაბ კუპრაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა
მერაბ კუპრაშვილის სახელობის ტურნირი 29 აგვისტოს, გურჯაანში გაიმართა. ტურნირში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც გამარჯვება “კალჩომ” მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ქაჩლიშვილი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი ალეკო კობახიძე გახდა.
მერაბ კუპრაშვილი, გურჯაანელებისთვის საყვარელი ფეხბურთელი, 2013 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი საფეხბურთო კარიერა არაერთ ქართულ კლუბთანაა დაკავშირებული მათ შორის არიან თელავის “კახეთი” და გურჯაანის “ალაზანი”.