ახალი ამბები

ყვარელში მაჭრის ფესტივალი გაიმართება

5 სექტემბერს, “კორპორაცია ქინძმარაული” ყვარელში მაჭრის ფესტივალს გამართავს.

ორგანიზატორების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ღონისძიებები.

,,სტუმრებს 12:00 საათიდან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ თავად დაწურონ ყურძენი ტრადიციულ საწნახელში. მოუსმინონ ცოცხლად შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და უყურონ ქართული ნაციონალურ ცეკვებს.

15:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე სპეციალურად მოწვეული DJ იზრუნებს. 19:00 საათიდან კი ფესტივალს ცოცხალი შესრულებით გიორგი ცახდაძე, თამარ კაკალაშვილი და ბენდი გაუძღვება.

სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, ფესტივალის სივრცეში შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები, საუკეთესო ქართული ღვინოები, ახლად ამოვლებული ჩურჩხელები და ცხელი კახური შოთები, რომლის მომზადებას საკუთარი ხელითაც შეეძლებათ. ასევე შესაძლებელი იქნება ნატურალური მაჭრის დაგემოვნება.

ფესტივალზე, მთელი დღის დასწრების ღირებულებაა – 20 ლარი, რომელიც მოიცავს ყველა ნაწილს, მათ შორის საღამოს წვეულებას”,– აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.