სიღნაღი ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს
4 და 5 სექტემბერს სიღნაღი ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი აღმაშენებლის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართება.
ღონისძიება 4 სექტემბერს 20 საათზე, ხოლო 5 სექტემბერს 21 საათზე.
ფესტივალის გასვლითი ტურის ფარგლებში, ჯაზის მოყვარულების წინაშე ბექა გოჩიაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ეკა დოლიძე, გიო კაპანაძე, დავით ჯაფარიძე და ჯგუფი “ქვინთესენსი” წარსდგებიან.