ლაგოდეხში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა
პირველად ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ სასტუმრო ,,ბლუზ ვილიჯის” ტერიტორიაზე, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმთ, ფესტივალი “ნაკრძალი” არის 24 საათიანი, სადაც ელექტრონული მუსიკის ქართველი წამყვანი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას.
ფესტივალის ტერიტორიაზე მსმენელებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ბარებით, კვების ობიექტებით, სხვადასხვა გასართობი და დასამახსოვრებელი სივრცეებით და საუკეთესო მუსიკით.