FORBES-მა ღვინის დაგემოვნების საუკეთესო ადგილებს შორის ქართული ღვინის ბარები გამოყო
Forbes აქვეყნებს სტატიას ტოპ ღვინის ბარების შესახებ სათაურით: სად უნდა დალიოთ ღვინო – მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის დედაქალაქში.
მსოფლიო მეღვინეობის საუკეთესო ადგილების შესახებ აღნიშნულია, რომ ქართველები საუკეთესო ღვინოებს ქმნიან, რაც უმეტესად, მცირე მწარმოებლების დამსახურებაა, რომლებიც ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან შექმნილ საოცრად მრავალფეროვან პროდუქციას ქმნიან.
ღვინოს ამზადებენ მიწისქვეშა თიხის ჭურჭელში, რასაც ქვევრი ეწოდება. სტატიაში მოყვანილია წამყვანი ტურისტული გიდებისა და ექსპერტების რჩევები, რომელთაც შორის კახეთის კომპანიების ღვინის ბარებიც არის ნახსენები:
სტატია ეყრდნობა მაკა ტარაშვილის რჩევებს, რომელიც კახეთის ღვინის ტურებს უძღვება და რეკომენდაციას უწევს ღვინის ბარ ვინერიას, Vineria, მოსმიერს – Mosmiery Wines & Tapas, აგრეთვე, ,,ჭაჭის კუთხე”, ,,ცანგალას ღვინის მაღაზიას”, ,,ჯი.ვინო” და სხვა ადგილებს.
მსოფლიო წამყვანი ბიზნეს მედია დაინტერესებულ პირებს ურჩევენ ეწვიონ საქართველოს მსოფლიო ღვინის სამშობლოს, რომელსაც ქვევრში ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია აქვს,
წყარო: FORBES