თბილისში აქციაზე დასასწრებად მიმავალი გურჯაანის მერი ავტოავარიაში მოჰყვა
თბილისში, მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე დასასწრებად მიმავალი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი ავარიაში მოჰყვა.
თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი.
ისინი საგარეჯოს საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ხანდამაშვილის მანქანას საპირისპიროდ მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.