ახალი ამბები

სოფელ მატანში 28 წლის მამაკაცს ეძებენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 28 წლის მამაკაცს ეძებენ.

ნათესავების ინფორმაციით, რობერტ ნაცვლიშვილი სახლიდან 12 დეკემბერს, ღამით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს თავადაც ეძებდნენ ტუმცა უშედეგოდ.

მათივე თქმით, საქმეში პოლიციაც ჩაერთო. ოჯახთან ერთად დაკარგულს, სამაშველო სამსახური და ადგილობრივებიც ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროდ ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.