ახალი ამბები

თელავში მხედველობისა და სმენის პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევები ტარდება

თელავის ყრუ და უსინათლოთა კლუბის ინიციატივით და თელავში ,, ავერსის” კლინიკის მხარდაჭერით, სმენის და მხედველობის პრობლემების მქონე მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევები ტარდება.

კლუბის ხელმძღვანელის მაია რაზმაძეს თქმით, აქციის ფარგლებში, 1 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება 35-მდე ბენეფიციარისთვის უფასო კვლევების ჩატარება, რომელიც მოიცავს

,,თელავის,, ავერსის” კლინიკაში, 1 კვირის განმავლობაში ჩატარდება უფასო გამოკვლევები სმენის და მხედველობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. პროექტის ფარგლებში, გვინდა ჩავატაროთ ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა, დავადგინოთ რა ჭირდებათ მათ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.

ეს კვლევები ეხება ყველას, ვისაც სმენის და მხედველობის პრობლემა აქვს. აქციის ფარგლებში სულ გამოკვლეული იქნება 35 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განუცხადა knews. Ge-ს მაია რაზმაძემ.

აქცია პროექტის ,, ყრუ და უსინათლოთა სისტემის შექმნა საქართველოში”, ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პოლონური ორგანიზაცია ,, human doc”ის მიერ.