ახალი ამბები

თელავში საშობაო ფესტივალი გაიმართება

17 დეკემბერს, თელავი საშობაო ფესტივალს უმასპინძლებს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს ელოდებათ სხვადასხვა სახის ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საახალწლო ნუგბარის, სასმელის დეგუსტაცია და მრავალი საჩუქარი.

ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიალთან ერთად დაგეგმილია კონცერტი და სხვა სადღესასწაულო აქტივობა.

ფესტივალის მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.