ახალი ამბებითვითმმართველობა

თელავის მერია შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე იმუშავებს

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის თანხას გაითვალისწინებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან შშმ პირებისთვის ტროტუარების მოწყობაზე 60 000 ლარი გამოიყოფა.

,,გენდერული საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ინიციატივები ეხებოდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და ტროტუარების ადაპტირებას. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 60 000 ლარი. ასევე მოქალაქეთა ინიციატივის საფუძველზე რამდენიმე საკვანძო ადგილას პანდუსების მოსაწყობად ცალკე თანხაა გამოყოფილი”,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიჭშვილმა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული. მთავარი ფინანსური დოკუმნეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.