როგორია თელავში სასმელი წყლის ხარისხი- ინფოგრაფიკა
კახეთის რეგიონის ყოველ მეორე დასახლებაში – სოფლებსა და ქალაქებში წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია. რეგიონის სხვადასხვა ადგილიდან ჭაბურღილებიდან, წყლის გამანაწილებელი სისტემის კვანძიდან, გამანაწილებელი ქსელიდან,
რეზერვუარებიდან გამომავალი წყლის ქსელიდან აღებული 60 სინჯიდან, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა, ნახევარზე მეტ შემთხვევაში, წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკოქიმიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურების შემთხვევები დაფიქსირდა.
2016-18 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის ქალაქსა და სოფლებში წყლის გამანაწილებელი ქსელებიდან 26 სინჯი აიღო, საიანაც 1 შემთხვევაში მიკრობიოლოგიური და ფიზიკო ქიმიური დაბინძურება, ხოლო 12 -ის შემთხვევაში სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო.
წყლის ხარისხის კვლევა შპს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში ჩატარდა.