ახალი ამბები

სოფელ ველისციხეში უძველესი მარანი და ქვევრები აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უძველესი მარანი, ქვევრები და მხედრული წარწერებით ბაზალტის ქვა აღმოაჩინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია და მოხდება მისი დეტალური შესწავლა.

,,ველისციხეში მიწის სამუშაოების დროს, ბაზალტის მოზრდილი ქვა აღმოჩნდა, მხედრული წარწერებით. ამ ქვაზე დაშენებული იყო ძველი მარნის ერთ-ერთი კედელი. აღმოჩენილი იქნა აგრეთვე , 2 ტონამდე ტევადობის ქვევრები. გარედან ქართული აგურით მოპირკეთებული
წარწერებიანი ქვა შესაძლოა, უცნობი პიროვნების საფლავის ქვას წარმოადგენდეს”,– განუცხადა Knews.ge-ს თამაზ მარკოზაშვილმა.

მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მარანი XVIII-XIX სააუკუნეებში იყო აშენებული.