ახალი ამბები

კურორტ ახტალაზე ძველი შენობების დემონტაჟი და ახლის პროექტირება მიმდინარეობს

ახტალის რეაბლიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამასთან, წლის ბოლომდე კურორტის განვითარების პროექტირება უნდა დასრულდეს. ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

,,გურჯაანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია ,,ახტალა”, რომლის პრივატიზება შარშან განხორციელდა, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო დემონტაჟის სამუშაოები.

ასევე დაწყებულია პროექტირების სამუშაოები და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება მშენებლობა ,,ახტალის” რეაბილიტაცია გურჯაანის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა.

კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“. საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.

ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო -კომპლექსში სულ მცირე 50 ადამიანი უნდა დაასაქმოს და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა შეინარჩუნოს.

ამავე თემაზე: ლინკები

კურორტ „ახტალას“ მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ზაფხულში გამოცხადდება 

კურორტ ახტალაზე 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

კურორტი ახტალა გაიყიდა

ახტალა შპს გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ იყიდა

“ახტალას გაყიდვის გამო გურჯაანელები რეკრეაციული ზონის გარეშე არ დარჩებიან“