კახეთი წყლისმიერი ეპიდემიის წინაშე-ჟურნალისტური გამოძიება
უკანონო ნაგავსაყრელები, დაბინძურებული ზედაპირული წყლები, სათავე ნაგებობებთან ახლოს მდებარე სასაფლაოები და ქალაქის კანალიზაციები კახეთის სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას სხადასხვა დაავადების საფრთხეს უქმნის.
400 000 – მდე კაცით დასახლებული რეგიონის არც ერთ ქალაქში კანალიზაციის წყლის გამწმენდი ნაგებობა არ არსებობს. ფეკალურ მასებთან ერთად ხევებში, არხებსა და მდინარე ალაზანში ქიმიური ნივთიერებებით და პესტიციდებით მოწამლული წყალი ჩაედინება.
კახეთის სასმელი წყლების შემადგენლობაში ბაქტეოროლოგიური დაბინძურება წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა, რასაც, ხშირ შემთხვევაში, მოძველებულ სასმელი წყლის მაგისტრალს და მოუწყობელ სათავე ნაგებობებს მიაწერდნენ.
ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო სასმელი წყლის ხარისხზე პირდაპირ ზემოქმედებს.
მართალია, ბოლო წლებში სასმელი წყლის მაგისტრალისა და სათავე ნაგებობების აღდგენა და მშენებლობა დაიწყო, მაგრამ მდგომაროება არ გაუმჯობესებულა.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წყლის დაბინძურების მიზეზი წყლის სანიტარული ნორმების დარღვევაა. `საქართველოს კანონის „წყლის შესახებ“ მოთხოვნათა თანხმად, აკრძალულია გაწმენდის გარეშე დაბინძურებული წყლების ჩაშვება მდინარეებში. თელავში გასული საუკუნის 70-ან წლებში ფუნქციონირებდა გამწმენდი ნაგებობა, რომლის სიმძლავრე არ აკმაყოფილებდა ქალაქის მოთხოვნილებას. ამ მიზეზით დაიწყო უფრო დიდი წარმადობის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც ვერ დასრულდა. ამჟამად კახეთში არსებული 9 ქალაქიდან არც ერთს არა აქვს გამწმენდი ნაგებობა და დაბინძურებული წყლები ზოგან პირდაპირ, ზოგან სარწყავი არხის საშუალებით, გაუწმენდავად, საბოლოოდ ხვდებიან მდინარეებში – ალაზანსა და იორში.
ნაწილი კი რწყვის პროცესში ხვდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, რაც ასევე დაუშვებელია, რადგანაც მათში არებული მავნე ნივთიერებები გადადიან იქ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემადგენლობაში, – ამბობს ექსპერტი ზურაბ როსტომაშვილი, რომელიც 2001 წლიდან ახორციელებდა თელავში ფონდი ჰორიზონტის დაფინანსებულ პროექტს – ,,სუფთა გარემო თელავს”.
როსტომაშვილი ამჟამად მუშაობს კომპანიაში, რომელიც უშუალოდ ამზადებს საექსპერტო სა¬ბუთებს გარემოს დაცვის კუთხით, წყალაღება-წყალჩაშვებასა და ატმოსფერულ დაზიანებაზე.
უნუგეშო სტატისტიკა:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიული კვლევების შედეგად 2011 წელს მთელ კახეთში 2852 დიდი და პატარა წყლის სათავეებზე სანიტარულ-ქიმიური კვლევები ჩატარდა და აქედან ნორმიდან გადაცდომა 130 სათავეზე დაფიქსირდა, 214 მიკრობიოლოგიური კვლევიდან კი, 43 ნორმის მოთხოვნები დარღვეულია, რაოდენობრივად, ყველაზე მეტ სათავეზე დარღვევა სანიტარულ ქიმიური გამოკვლევის დროს ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა, მოკრობიოლოგიური კვლევის დროს კი, ნორმების დარღვევით ახმეტა, ყვარელი და თელავი ლიდერობს. 2012 წელს საკმაოდ მაშტაბური კვლევა ტარდა თელავის რეგიონულ და ყველა მუნიციპალიტეტის ლაბორატორიებში.
ამჟამად კახეთის ტეტის ტერიტორიაზე, სადაც ნახევარმილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, წყლის ადგილობრივი 9 ლაბორატორია მოქმედებს.
ლაბორატორიული ბით ირკვევა, რომ კახეთის ცხრა ლაბორატორია შეამოწმეს. იმ 104 სათავე ნაგებობიდან, ლიც ზედაპირული წყლებიდან საზრდოობს, 22 სათავე ბაში წყლის ხარისხის ნორმიდან გადახრა დაფიქსირდა, თუმცა სტატისტიკაში არ ჩანს რამდენი კომპონენტით და რამდენადაა საშიში ჯანმრთელობისთვის.
ამავე კვლევისას შემოწმდა გრუნტის წყლით შევსებული 157 სათავე ნაგებობა. აქედან 38 ნორმიდან გადახრაა დაფიქსი¬რებული. ქსელში გასაშვები 282 სინჯიდან 14 ნორმიდან, გამანაწილებელ ქსელში გაშვების შემდეგ კი – 4077 სინჯიდან 83 ნორმიდან გადაცდენაა დაფიქსირებული.
`წყლის ხარისხი რეგიონის მასშტაბით შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს, _ აღნიშნულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ,,კახეთის ხმის” მისამართით 27 მარტს გამოგზავნილ წერილში, დედოფლისწყაროს სასმელ წყალში მომატებულია ნიტრატების შემცველობა, თუმცა არ სცილდება რეგლამენტით დადგენილ ნორმას 50მგ/ლ-ს . “
საერთო ჯამში, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, თითქოს მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ ცხადყო, რომ არც ერთ ქალაქსა და დაბას კახეთში, ერთიანი მოწესრიგებული წყალგამანაწილებელი და საკანალიზაციო სისტემა არ გააჩნია, ამიტომ ან სტატისტიკა არის არასწორი, ან მართლა საქართველოს მდიდარი ბუნება გვშველის, რომ ზედაპირული წყლები თავად იწმინდება, გრუნტის წყლებს კი, ნიადაგი ფილტრავს, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსის – მარიამ მაკაროვას თქმით, ყველაფერს აქვს საზღვარი, თვით მდინარეების თვითწმენდის უნარსაც.
ხშირად ხდება ხოლმე, რომ სათავიდან გაფილტრული, გასუფთავებული წყალი გზადაგზა, მილების დაზიანებების გამო, ბინძურდება. ბევრგან წყლისა და კანალიზაციის სისტემა გვერდიგვერდაა, ამიტომაც ხშირად კანალიზაციის წყალი წყლის მაგისტრალში აღწევს. არც ერთი ქალაქის კანალიზაცია გამწმენდით არ სუფთავდება და ასე ჩაედინება ახლომდებარე ხევებსა და არხებში ან პირდაპირ მდინარე ალაზანში.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთებულა საკანალზიაციო სისტემის მოსაწესრიგებლად რეგიონში. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკევვა, რომ რამდენიმე გამონაკლისია: ყვარელში კილომეტრ-ნახევრამდე სიგრძის კანალიზიის მაგისტრალის მშენებლობა, თელავში _ ბათუმისა და სეხნიაშვილის ქუჩებზე ახალი 1127მ სიგრძის საკანალიზაციო კოლექტორის მოწყობა და სხვადასხვა ქალაქებში ფრაგმენტულად დაზიანებების აღდგენა მოხერხდა. ეს სამუშაოები მთელი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ოფიციალურ წერილში გვაცნობა, რომ 2013 წელს საკანალიზაციო სისტემის აღდგენა არ იგეგმება.
,,მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს ჩამოერთვა კონტროლის მექანიზმი და გაუქმდა სანეპიდსადგური, წყლის ხარისხის სტატისტიკას სახელმწიფო ფაქტობრივად აღარ ახორციელებდა. წელს სოფლის მეურნეობის სამინსიტრომ უნდა დაიწყოს წყლის ხარისხის კონტროლი. იმედი გვაქვს არასამთავრობოებს, რომ აღდგება სანეპიდსადგურის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ წყლის ხარისხს გააკონტროლებს და იარსებებს რეალური სტა¬ტისტიკა,”_აცხადებს ჩვენთან ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – ,,დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
ამ უნუგეშო პერსპექტივას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ნიკოლაიშვილი იმით ხსნის, რომ კომპანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მიმართულე-ბით. ორ წელიწადში ამ პრობლემების მოგვარებას შეუძლებლად მიიჩნევენ. პირველ რიგში, ისინი წყალმომარაგების მოწესრიგების ინვესტირებას ახდენენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოწესრიგდება კანალიზაციაც.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი ადასტურებს, რომ `2013 წლის სახელმწიფო ბიჯეტში არ არის გათვალისწინებული კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.”
გაერთიანებული წყალმოამრაგების კომპანიას, როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინსტროს სტრუქტურას, მმართველობაში გადაეცა საქართველოს დიდი და პატარა ქალაქების წყალმოამრაგების სისტემა. ამ სქემაში თავდაპირველად იქ კანალიზაციის სისტემები არ იყო გათვალისწინებული, თუმცა, საკითხის სიმწვავის გამო, საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციაც ამ კომპანიას მიაკუთვნეს. მოგვიანებით ამ კომპანიას სამინისტრომ სოფლის წყლების რეაბილიტაციაც დაავალა.
გაერთიანებული წყალმოამრაების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სოფიო ნიკოლაიშვილის განმარტებით:
-`დღეის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება, ყველა სოფელს მოემსახუროს, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანია კახეთის რეგიონში 21-მდე სოფელს მაინც ემსახურება, რაც უნდა აღინიშნოს, რომ მეტად წამგებიანია თავად კომპანიისთვის. ვემსახურებით ძირითადად იმ სოფლებს, რომლებიც წყალმომარაგების კომპანიის სათავე ნაგებობების ქალაქამდე მიმავალი მაგისტრალების გზაზეა მოხვედრილი. არსებობს აზრი, რომ ზოგადად სოფლების მომსახურება საკუთარ თავზე აიღონ მუნიციპალიტეტებმა, ძალიან ხშირად წყალმომარაგების კომპანიაში შემოდის წერილები, რომელშიც მუნიციპალიტეტები თავად ითხოვენ სოფლების გადაცემას, ვინაიდან ადგილზე სოფლების მომსახურება ბევრად გაადვილებდა ამ პროცესს.”
ბუსუსიანი ჭიები ონკანში და კანალიზაციის მდინარეები ქუჩებსა და ბაღ-ვენახებში
ერთიანი წყლის სისტემა და მოწყობილი სათავე ნაგებობები, როგორც წესი, კახეთში, ძირითა-დად, არ არსებობს. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელ წყალს ძირითადად ეზოში ამოთხრილი ან არტეზიულად გაჭრილი ჭებიდან ღებულობენ. როგორც არმოჩნდა, ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქ ლაგოდეხშია. ქიზიყის 31 ნომერში მცხოვრები ქალბატონი ჟენია კაპანაძე ამბობს, წყალს დროდადრო ბუსუსიანი ჭიები მოჰყვება. პატარა წვიმაც კი საკმარისია, რომ სასმელი წყალი აიმღვრას და ჟანგისფერი წამოვიდეს. წყალს ხან ფოთოლი მოჰყვება, ხან ხავსი. შეშინებული მოსახლეობა იძულებულია, წყალი აადუღოს და ისე გამოიყენოს სასმელად, მაგრამ ამ ქუჩას მხოლოდ სასმელი წყლის პრობლემა არ აწუხებს. ქიზიყის 31-ე ნომრის ხუთსართულიანი კორპუსის, ეზოში უკვე მესამე კვირაა, კანალიზიაციის მილია გამსკდარი და ჭიდან ფეკალური მასით დაბინძურებული წყალი რუებად მიედინება. მოქალაქეებმა რამდენჯერმე მიმართეს წყამომარაგების გერთიანებული კომპანიის ადგილობრივ ოფისს, თუმცა უშედეგოდ.
დაკარგული ფუნქცია
კომპანიამ მოსახლეობას პრობლემის გადაჭრაში თანამონაწილეობა შესთავაზა: ამხანაგობის შექმნა და თანადაფინანსება მოითხოვეს, თუმცა ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლები კატეგორიული წინააღმდეგი არიან. წინააღმდეგობა ცუდმა გამოცდილებამ წარმოშვა: კორპუსის მცხოვრები ინგა გოცირიძე ამბობს, რომ გადასახადს ყველა არ იხდიდა და, ამის გამო, მეზობლებში სულ ალიაქოთი იყო. გერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა `კახეთის ხმას” ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაფერი უთხრა, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ისინი არაფერს წყვეტენ და მათი უფროსობიდან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, გამოძახებებს კი უყურადღებოდ არ ტოვებენ.
ქალაქ ლაგოხედში კანალიზაცია ყველა ქუჩაზე არ არის. სადაც მაგისტრალი გადის, ყველგან პრობლემებია. მილი იჭედება ან სკდება და ხშირად ფეკალური მასა ან საირიგაციო არხში მიედინება, ან პირდაპირ გზასა და ეზოებში. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ციური შავაძე ამბობს, რომ ამ ქუჩაზე კანალიზაცია მწყობრიდანაა გამოსული. მოსახლეობას ისიც აწუხებს, რომ კანალიზაციის მილი პირდაპირ ხევში ჩაედინება, რომელსაც ბაღების სარწყავად იყენებენ და გარემოსთან ერთად საკვებსაც აბინძურებს.
დაკარგული ფუნქცია
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბაკაშვილმა განგვიმარტა, რომ, ფაქტობრივად, ქალაქ ლაგოდეხის წყალმომარაგებასა და კანალიზაციას თვითმმართველობა ვეღარ უწევს ცონტროლს.
მას შემდეგ, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მმართველობაში გადავიდა ქალა¬ქის წყლისა და კანალიზიაციის მთლიანი სისტემა, სოფლების წყალმოამრაგება საკრებულოების ფუნქციაში დარჩა.
,,კანალიზაციაც და წყალმომარაგების ქსელებიც მწობრიდან იყო გამოსული და ახლა ელოდებიან პროექტების დამტკიცებას, რის ფარგლებშიც წყლისა და კანალიზაციის პრობლემა უნდა მოგვარდეს. ქალაქის რამდენიმე უბანში დღემდე მოუწესრიგებელია წყლის პრობლემა. სასმელად ხევის წყალს ვაწვდით და ამინდის გაუარესების დროს წყალი საშინლად იმღვრევა. მიუხედავად იმისა, რომ იფილტრება და იქლორება მაინც ბოლომდე არ იწმინდება წყალი. წყლის მაგისტრალიც ზოგან ძველია და ზიანდება. კა¬ნალიზაციის სისტემაც ძალიან ცუდ მდგომაროებაშია. ძველია მილები ხან სად ზიანდება, ხან სად. საკმაოდ პრობლემატურია კანალიზიაციის სისტემაც. აუცილებელია წყალგამწმენდი ნაგებობის გაკეთება”, – ამბობს ბაკაშვილი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ნიკოლაიშვილი განმარტავს:
-,,ლაგოდეხში თავდაპირველად სათავე ნაგებობა მარტივი ტიპის იყო – ეგრეთ წოდებული ნელი ფილტრებით, წყლის აღება ხდებოდა მდინარის აქტიური კალაპოტიდან, აღნიშნულის გამო ხშირი იყო ამღვრევა, რის გამოც მოსახლეობას წყლის მიწოდება უწყდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 2012 წელს ჩვენმა კომპანიამ გამოყო დაფინანსება, რის შედეგადაც ქალაქ ლაგოდეხში უზრუნველყოფს წყლის ხარისხს. დღეისათვის ლაგოდეხში დაგეგმილია ქალაქის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაც, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქალაქის წყალმომარაგების რეჟიმსა და ხარიხს”
ხელისუფლების პრიორიტეტებიდან ირკვევა, რომ რეგიონებში ფულის ხარჯვა ძირითადად წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად ხდება, კანალიზაციების შეკეთებაზე კი, მიზერული თანხა იხარჯება ან საერთოდ არაფერი.
2011 წელს სახელმწიფომ ლაგოდეხის წყალმომარაგების მოწესრიგებაზე მილიონ ოთხასი ათასამდე ლარის ინვესტიცია გამოყო, კანალიზაციის ქსელის მოწესრიგებაზე კი ნული ლარი. ამავე რაიონში სოფლის პრგრამებით გათვალისწინებული 171 ათასი ლარიც წყალმომარაგებაზე დაიხარჯა, აქედანაც არც ერთი ლარი საკანალიზიაციო სისტემაზე არ ყოფილა გათვალისწინებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – ,,დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე, ექსპერტი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ წყლის ხარისხი კომპლექსური თემაა, რაც თვითმმართველობასა და წყლის კომპანიას შორის სტრუქტურულ გაუმართაობასა და პასუხისმგებლობების აღრევაა. -,,როცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია შეიქმნა, არასამთასვრობო ორგანიზაციების: საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და გაერთიანებული გლობალური წყლის პარტნიორობის რეაქცია, უარყოფითი იყო ორი მიზეზის გამო: ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა მართავდეს ქალაქების წყალმოამრაგებისა და კანალიზაციის სისტემას. მაგრამ მოხდა ისე, რომ ქალაქების წყლისა და კანალზაციის სისტემის მართვა აიღო წყალმომარაგების კომპანიამ, სოფლების წყალმომარაგება კი, თვითმმართველობებს დარჩათ. რაც ჩვენი აზრით, არ იყო მიზანშეწონილი. სჯობდა ადგილობრივი თვითმმართველობები გაერთიანებულიყვნენ და თვითონ ემართათ წყლის სისტემა. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა არსებობს.
ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს აქვს იდეა, რომ კი არ დაშალოს წყალმომარაგების კომპანია, ისეთი პრინციპით გარდაქმნას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები შევიდნენ, როგორც აქციონერები. ეს ჩემი აზრით, იქნება სწორი მართვის სისტემა. ადგილობრივმა თვითმართველობამ მთლიანად მოიხსნა პასუხიხმგებლობა და დაკარგა ფუნქცია, რაც ცუდია. “
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შექმნის დროს არასამთავრობო ორგანზიაციებმა კიდევ ერთი პრობლემა წამოწიეს წინ:
-,,მეორე პრობლემა, თავისივე დებულებებიდან იყო გამომდინარე. კანალიზაცია საერთოდ გამორჩათ. ორგანულ კანონშიც და წყლის კანონშიც წერია, რომ ერთიანი სისტემაა _ წყლის სისტემა და კანალიზაცია, მაგრამ კანალიზაცია თავიდან დაუტოვეს ადგილობრივ თვითმმართველობას. მერე მოხდა კანალიზაციების გადატანა მათ მმართველობაში. “
წყლის სისტემა მუდმივად ვერ იქნება ინვესტორისა და ბანკების იმედად, საბოლოოდ უნდა შეიქმნას ისეთი კომპანია, რომელიც საკუთარ ხარჯებს დაფარავს, კანალიზაცია იმიტომაა მიბმული წყლის სისტემაზე, რომ თავიდან-ვეა ამ ორივე სისტემის შენახვის ხარჯი წყლის გადასახადის ტარიფშია განსაზღვრული.
-,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეთია გამოცდილება, წყლის გადასახადშია განსაზღვრული კანალიზაციის მოვლის თანხაც და ეს გადასახადი ფარავს საკანალიზიაციო ხარჯს,”_ამბობს ნინო ჩხობაძე.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი სტატისტიკა: საქართველოში 4000-მდე დიდი, მცირე და პატარა სოფელი, დასახლებული პუნქტია და აქედან საკანალიზაციო სისტე¬მები მხოლოდ 5 პროცენტს აქვს.
დღევანდელი სიტუაცია ასეთია: საქართველოს ქალაქებში საბჭოთა პერიოდში გვქონდა ცხრა გამწმენდი ნაგებობა, რომლებიც 20 წლის წინ მოიშალა.
კახეთში არც ერთი წყალგამწმენდი ნაგებობა აღარ არსებობს, რაც იყო, გამოვიდა მწყობრიდან.
უსაფრხთო წყალი
უსაფრხთო წყალი
ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ იცავს მოსახლეობის უსაფრხოებას. ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებშია და გარე საფრხეს ელის, მისი მოქალაქეების უსაფრხოებას ვერც ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს, წყლის სათავე ნაგებობები დაუცველია, წყლის ხარისხი ხშირ შემთხვევაში უკონტროლო და, შესაბამისად, მოსახლეობა დაუცველია წყლისმიერი ეპიდემიისაგან.
ალქსანდრე მინდორაშვილი, რომელიც ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტია, აღნიშნავს, რომ საქართველოს წყალმომარაგების სისტემა დაუცველია ორი მიმართულებით:
ინფრასტრუქტურის მოშლიდან გამომდინარე წყლის დაბინძურების მაღალი რისკისა და სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურების ფუქნქციათა შესუსტების გამო.
ფაქტობრივად, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო დონეზე დელეგირებული სამსახურები, რომელთა მთავარი ამოცანა იქნებოდა წყლის ხარისხის შემოწმება და სასმელი წყლის სათავე ნაგებობების დაცვა დაავადების გამოწვევისაგან.
სპეციალისტი შიშობს, რომ სანიტარული ნორმების დაღღვევა იმდენად ხშირია, მოსახლეობა ხშირად ვერც კი იღებს ინფორმაციას ამა თუ იმ დაავადებათა გამომწვევი მიზეზის შესახებ.
`საკმარისია ერთი სათავე ნაგებობა დაბინძურდეს, რომ საფრთხე მთელ დასახლებულ ტერიტორიას შეიძლება დაემუქროს”,- აღნიშნავს მინდორაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის პროფესორი თეა მჭედლური აღნიშნავს, რომ გარემოზე ზემო¬ქმედების თვალსაზრისით წყლის ხარისხის პრობლემა იმდენად ღრმა და მნიშვნელოვანია, მისი სტუდენტების სამეცნიერო კვლევებითაც დასტურდება.
-,,ჩვენ ამ საკითხს კომპლექსურად მივუდექით: მდინარე ალაზანი ბინძურდება, რეალური სურათი მძიმეა. ფაქტობრვიად მთელი თელავის, ახმეტისა და სხვა რაიონების სკანალიზაციო სისტემები ალაზანში იყრის თავს. თავის მხრივ კი, მდინარე უზრუნველყოფს ვენეხებისა და ბაღების მორწყვას.
ეს იმას ნიშნავს, რომ საფრხე არა მხოლოდ სასმელ წყალს ეხება, არამედ ნიადაგს, შემდეგ მცენარეებსა და ბოლოს პროდუქტებს. ჩვენი კვლევებით დასტურდება, რომ დაბინძურებულია. სახელმწიფომ უნდა დიდი ყურადღება დაუთმოს ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.”
საკითხი რომ კომპლექსური გახდა, ამას კვლევებთან ერთად სპეციალისტებიც ირწმუნებიან: დაბინძურებული წყლის, კანალიზაციისა და პესტიციდების უსისტემო გამოყენების გამო, ნიადაგში მძიმე მეტალებისა და სხვა საშიში ნივთიერებების დალექვა მევენახეობისა ღვინის წარმოებაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოსა და ანაგის რამდენიმე უბანში ამღვრეული სასმელი წყალი მოდის. მოსახლეობა წუხს და მოითხოვს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მოაწესრიგოს წყლის მაგისტრალები.
ნათია ძმანაშვილი, საქობოს მკ¬ვიდრი აღნიშნავს, რომ ექვსბავშვიან ოჯახში წყლის უსაფრხოებაზე პასუხისმგებელი არავინაა, ის და მისი შვილები სახელმწიფოსგან დაუცველი არიან.
-,,საქობოში ვცხოვრობ. წყალი შეფერილია და სილა მოჰყვება. ოჯახში ექვსი ბავშვი გვყავს და ძალიან ვფრთხილობთ, რომ ბავშვებმა ონკანიდან წყალი არ დალიონ. რადგან მაშინვე ფაღარათი ემართებათ. წყლის ხარისხზე ჩვენი მეზობლებიც წუხან. საშველი კი ჯერ არ დაგვადგა. “
სოფლების, საქობოსა და მაშნაარის ნაწილს წყალი ერთი სათავე ნაგებობიდან მიეწოდება. სათავე ნაგებობა გრუნტის წყლებიდან საზრდოობს. რამდენიმე წელიწადია არსებობს ეჭვი, რომ ამ წყალსა და სათავე ნაგებობას აბინძურებს სიღნაღიდან გამომავალი კანალიზაციის მილი, რომლიც სათავე ნაგებობასთან ახლოს ჩაედინება. იმავე საშიშროების წინაშე აღმოჩნდა ანაგის ერთ-ერთი სათავე ნაგებობა, რომლითაც რამდენიმე ათეული ოჯახი სარგებლობს. ეს სათავე ნაგებობა იმ ხევთანაა ახლოს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის კანალიზიაციის წყალი ჩაედინება სიღნაღის კანალიზაციის სისტემიდან. მართალია, ჩატარდა ამ ხევის წყლის ანალიზი და ჯერჯერობით დამაკმაყოფილე¬ბელი აღმოჩნდა, მაგრამ როდესაც ხევში წყალი კლებულობს, დაბინ-ძურების ხარისხი მატულობს.
სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში წყლის უსაფრხოების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, რომ დადასტურდეს შეგნებულად წყლის სათავეს დაბინძურება, კანონით დამნაშავის გასამართლებაც კი გართულდება.
დაკანონებული უკანონობა
გარემოს დაცვით საკითხებში ესქპერტი ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ 2006 წელს საქართველოს კანონში, ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ შეტანილი ცვლილებით, ფაქტობრივად, გააუქმა სახელმწიფო კონტროლი ამ სისტემაში. კანონის მიხედვით, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობის დაწყებას აპირებდა, ვალდებული იყო, გარკვეული პასუხისმგებლობა აეღო გარემოს დაბინძურებაზე. კანონის შეცვლის მიზეზად პარლამენტმა დაასახელა მიზეზი, რომ ეს კონტროლი თურმე ხელს უშლის საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. კანონში შევიდა ცვლილება და გაუქმდა წყალაღებისა და წყალჩაშვების სტანდარტები. ამან გამოიწვია ის რომ, ახლა აღარავინ მოგთხოვს პასუხს წყლის დაბინძურებაზე.“
სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილი მთლიანად იზიარებს მოსახლეობის შეშფოთებას სასმელი წყლის დაბნძურების თაობაზე და განმარტავს, რომ საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის მიღმა დარჩა.
თევზი სათავედან ყარს
პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებსა და თვითმმართველობის როლზე საუბრობისას აღნიშნავს, რომ აუცილებელია წყალგამწმენდი ნაგებობების აღდგენა:
არჩილ მჭედლიშვილი, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,ანაგის ხევის მიმართულებით დაიწყო კანალიზაციის წყალგამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კომუნისტების დროს და არც ის დამთავრებულა. როდესაც მიმდინარეობდა სიღნაღის რეაბილიტაცია, 2007 წელში, ჩვენთან რამდენჯერმე ჩამოვიდნენ პროექტების ავტორები და მშენებლები და მოსახლეობას შეხვედრის დროს დაჰპირდნენ, რომ რეაბილიტაცია დაიწყებოდა. სიღნაღიდან სამ ადგილას ჩაედინება კანალიზაცია: საქობოში, მაშნაარსა და ანაგაში, ამბობდნენ, რომ გამწმენდი ნაგებობა აიგებოდა. ფაქტობრივად, დაპირება დაპირებად დარჩა და კანალიზაცია დღესაც სიღნაღის ხეობებში ჩაედინება. არსებობს საშიშროება, რომ დაბინძურდეს. ეს შეიძლება იყოს ორი წლის შემდეგ ან წელსაც გამოვლინდეს. ხეობები რომ ფეკალური მასებით არის გაჯერებული. კანალიზაციებს სანიაღვრეებიც უერთდება და სტიქიის დროს ეს საშიშროებას ზრდის “
როგორც ირკვევა, ბევრი წყლის სათავე ნაგებობა აბსოლუტურად დაუცველია, სოფელ ანაგაში რამდენიმე წყლის სათავე ნაგებობაა. ზოგიერთი სათავიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული ოჯახი სარგებლობს. ერთ-ერთი სათავე ნაგებობა ანაგის ხევთან მდებარეობს. შემოსაღობია და, თუ მოინდომებ, ადვილად მიუახლოვდები სათავეს და სახურავს ახდის კიდეც. დაახლეობით 11 წლის წინ წყალმოვარდნებმა ეს ხევი აადიდა და დაანგრია ის ხიდი, რის გვერდითაც აღნიშნული სათავე ნაგებობა დგას. ხევში წყალი ძირი¬თადად ცოტა მოდის, მაგრამ გაზაფხულზე წყალუხვია. სიღნაღიდან ერთ-ერთი საკანალიზაციო მილი სწორედ ამ ხევში ჩაედინება. ამჟამად, წყლის თვითწმენდის უნარის გამო, ვარაუდობენ, რომ ეს ხევი არაა დაბინძურებული, თუმცა ანალიზი, ცხადია, არ ტარდება. ამიტომ, წყალი რა ბიოლოგიური და ქიმიური შემცველობის იქნება, არავინ იცის. საბოლოოდ, ყველა ეს ხევი და საირიგაციო არხი მდინარე ალაზანში ხვდება.
თევზი სათავედან ყარს
მარიამ მაკაროვა, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსი, დაბინძურებული წყლის ნიადაგში მოხვედრის საშიშ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ,,მდინარეების თვითწმენდის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. წყლის სათავე ნაგებობა უნდა იყოს აუცილებლად დაცული, შემოღობილი. არავინ უნდა შევიდეს და არ უნდა გავიდეს. კანალიზიაცია არ უნდა ჩაედინებოდეს წყალსადენებსა და ჩამდინარე საირიგაციო არხებში, უნდა გაიმიჯნოს. ქალაქის წყლები დაბინძურებულია აზოტითა და ფოსფორით, მაგრამ ეს მცენარებისთვის პირიქით კარგია, თუ წყალუხვია მდინარე, რომელშიც ეს კანალიზაცია ჩაედინება. თუ არ არის გამდინარე, არ უნდა იყოს ჩაშვებული, მით უმეტეს ნიადაგში.”
-,,ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რომ კანალიზაციაში არ ჩაედინება ქიმიური და მიკრობილოგიური ნივთიერებები. საავადმყოფოებიდან რამე დაავადების გავრცელებაც არ არის გამორიცხული. სარეცხის ფხვნილი ჩვენთან მაინცდამაინც საერთაშორისო სტანდარტის დონეზე არ არის. სათავე ნაგებობასთან ახლოს არ შეიძლება ჩაშვება, რაც უნდა გაწმენდილი იყოს. მით უმეტეს გამწმენდი ნაგებობები არ არის და უფრო საშიშია,”- განმარტავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსი.
`კახეთის ხმის” ჟურნალისტურმა კვლევამ ცხადყო, რომ კანალიზაციები არც წნორშია მოწესრიგებული. წნორის მხოლოდ რამ-დენიმე ქუჩას აქვს კანალიზაცია. ათიათასკაციან ქალაქს კანალიზაცია არ აქვს მოწესრიგებული. მხოლოდ ბროწლიანის დასახლებაში, წნორის ცენტრში კორპუსებთან და აღმაშენებლის ქუჩაზეა მილი. აღმაშენებლის ქუჩაზე კანალიზიაცია სასტუმროს და აბანოს გამო გაკეთდა, თუმცა კანალიზიაციის ეს მილიც ამჟამად პირდაპირ საირიგაციო არხში ჩაედინება. ამ არხის მოკლე მონაკვეთი პირდაპირ წნორზე გადის და წყლის დაწყვეტის დროს ანტისანიტარიაა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 2011 წელს საინვესტიციო დაფინანსებით 640 ათასი ლარი, სოფლის დახმარების პროგრამით 178 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, აქედან არც ერთი ლარი კანალიზაციის მოსაგვარებლად არ დახარჯულა.
2012 წელს საკანალიზაციო და წყალსადინარების მოწყობა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 180 ათასი ლარი, წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციაზე – მილიონ 188 ათას ლარამდე, მაგრამ სიღნაღში წყლის პრობლემა ისევ მწვავედ დგას და წელს კიდევ იგეგმება სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. გასული წლის მუშაობით საკრებულოს თავმჯდომარე უკმაყოფილოა. მიიჩნევს, რომ გასულ წლებში ის თანხა არაეფექტურად დაიხარჯა, ამ თანხით გაცილებით მეტი პრობლემის მოგვრება შეიძლებოდა.
თელავი – ლამაზი ქალაქი დაბიძურებული წყლით და მოუწესრიგებელი კანალიზაციით
თელავი კახეთში ყველაზე დიდი ქალაქია, 71 ათასი ადამიანი ცხოვრობს; სიმჭიდროვე — 84 კაცია კვ.კმ-ზე. რაიონში 31 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 30 სოფელი. ყველაზე დიდი სოფელი ყარაჯალაა, 8 ათასი მცხოვრებით. ეს სტატისტიკა იმიტომ დაგვჭირდა, რომ თქვენთვის უფრო ცხადი ყოფილიყო, რამდენად მნიშვნელოვანია აქ წყალმოამრაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, აღარ ვლააპრაკობთ ნარჩენების პოლიგონების მოწყობაზე, რომ სტიქიური ნა¬გავსაყრელები არ იყოს ყველგან, რადგან თავიდან იყოს აცილებული ანტისანიტარია, რომელსაც მჭიდროდ დასახლებული ქალაქი და სოფლები ქმნის.
ქალაქის დაახლოებით 70 პროცენტი კანალიზაციითაა დაქსელილი, მაგრამ მოძველებული სისტემაა და ხშირად გამოდის მწყობრიდან. არც წყლის სისტემაა მოწესრიგებული და დებეტიც არ ჰყოფნის, ამიტომ, თელავს საქართველოს რეგიონულ ქალაქებს შორის ყველაზე ცუდად მიეწოდება წყალი, კვირაში ორჯერ. ამინდის გაუარესებასთან ერთად კი, წყალიც იმღვრევა და ხან შეფერილიც მოდის.
გარემოს დაცვითი სფეროს ექსპერტი კახა სუხიტაშვილი წყლის ხარისხის მართვაზე ამახვილებს ყურადღებას:
-,,რამდენიმე დღის წინ წვიმის დროს თელავში ისეთი დაბინძურებული წყალი მოვიდა, რომ ჭიქის ფსკერზე ყავისფერი თიხის ფენა გაჩნდა. ჩემი აზრით, არ არის დარეგულირებული სასმელი წყლის დაქლორვის დოზირება, ვინაიდან ონკანიდან აღებული წყალი რძესავით თეთრია, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ისევე მავნეა, როგორც დაბიძურებული წყალი, “_ამბობს კახა სუხიტაშვილი.
წყლის ხარისხს თელავში ახლად გაერთიანებული წყლის კომპანია აკონტროლებს, კომანიაში ამტკიცებენ, რომ თელავში წყალი დასაშვებ ნორმას შეესაბამება, თუმცა საპირისპიროა მოსახლეობისა და ექსპერტების მოსზრებები. ზურაბ როსტომაშვილის ინფორმაციით:
-,,თელავის მუნიციპალური სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს წინა წლებში აწარმოებდა სანიტრული ზედამხედველობის სამსახურთან არსებული ლაბორატორია. მათი მონაცემებით, წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა არსებული სტანდარტების მოთხოვნებს, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში არ იყო. ამავე დროს წყლის სათავე ნაგებობა არასახარბიელო მდგომარეობაშია, რის გამოც წვიმიან ამინდებში ქალაქის წყალსადენში მოედინება მღვრიე წყალი,”_ ამბობს ზურა როსტომაშვილი.
სასმელი წყლის საკითხის მოგვარებას თელავსა და კახეთის 7 ქალაქში წელს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტრო გეგმავს.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით:
-,,კახეთში იგეგმება წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რომელიც დაფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსების ფარგლებში. სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე დაგეგმილია თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღში, წნორში, ლაგოდეხში, ახმეტასა და ყვარელში. ამჟამად მიმდინარეობს პრიორიტეტების განსაზღვრა და საპროექტო სამუშაოები. პროექტების დასრულების შემდეგ, დამტკიცდება ევროპის საინვესტიციო ბანკში, ხოლო შემდგომ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერები საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად. ტენდერების დასრულებამდე, საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად, სამ¬შენებლო ღირებულება მკაცრად კონფიდენციალურია.”
სამინისტროს დამაიმედებელი ინფორმაციის მიუხედვად, საკა¬ნალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად მთავრობა ვერაფერს იღონებს, მხოლოდ თელავში ამ მხრივ საკმაო დაფინანსებაა საჭირო. ამ ეტაპზე კი სიტუაცია ძა¬ლიან რთულია, ფაქტობრივად საგანგაშო. თელავის საკანალიზაციო მილი პირდაპირ მეზობელი სოფლის, კურდღელაურის, საირიგაციო არხშია ჩაშვებული. ამ არხის ორივე მხარეს სახლებია და ადამიანები ცხოვრობენ. მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ 20 წლის განმავლობაში აქ ცხოვრება კურდღელაურელებს ტანჯვად გადაექცათ. არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, ტელევიზიებიც მოიწვიეს და გააშუქეს ეს პრობლემა, ადგილობრივი გამგეობა დაჰპირდათ კიდეც, მაგრამ დღემდე თელავის კანალიზაცია მათ სახლებთან ჩამოედინება.
ექსპერტ ზურაბ როსტომაშვილის შეფასებით, `თელავის საკანალიზაციო წყლების დიდი ნაწილი ორ ადგილას ჩაედინება არხში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე, რაზეც წლების განმავლობაში მოსახლეობისგან თელავის გამგეობაში უშედეგოდ შედიოდა საჩივრები გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო (აუტანელი სუნი, სიბინძურე, ზაფხულობით კოღოების სიმრავლე, ეპიდემიის საშიშროება). ამ მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ არასარწყავ პერიოდში არხიდან წყალი არ გაედინება და კანალიზაციის წყლები გროვდება არხის კალაპოტში. ტერიტორიის დაბინძურების შესახებ არავითარი გამაფრთხილებელი წარწერები არ არის, არც შემოღობილია, თუმცა შემოღობვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან საკა-ნალიზაციო წყლები მიედინება ღიად სოფელ კურდღელაურის ბოლოდან ალაზნამდე რამდენიმე კმ მანძილზე თელავი-ყვარელი საავტომობილე გზის პირას.
კურდღელაურის მკვიდრი დავით ხმალაძე ამბობს, რომ თელავის კანალიზაცია პირდაპირ მის უბანში ჩაედინება, საირიგაციო არხში.
-,,იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რომ წლების განმავლობაში ეს წყალი სოფელს სარწყავად არ გამოუყენებია. თქვენ უნდა ნახოთ, ზაფხულში აქ რა ხდება. სრული ანტისანიტარიაა, საშინელება, ქვეწარმავლები, მწერები, მღრღნელები არიან. საშინელი სუნია. არხში ძირითადად წყალს არ უშვებენ. როცა გამოუშვებენ ხოლმე წყალს კიდევ ცოტა იწმინდება, მაგრამ საშინელება ხდება, როცა წყალი წყდება არხში. ოცი წელია არ გაწმენდილა არხი. ამხელა ქალაქია, რესტორნები, ამდენი მოსახლე, სავადმყოფოები, სკოლები, მაღაზიები და უამრავი დაწესებულება ამ კანალიზაციაზეა მოერთებული და ეს ყველაფერი ჩვენს სახლებთან ჩაედინება. არის ეს ნორმალური? რა ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს. წასაწვლელი რომ გვქონდეს გავიქცევით აქედან უკვე ისეთ დღეში ვართ. ვის აღარ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, მარტო დაპირებებს ვღებულობდით მთელი ოცი წლის განმავლობაში და ეგ არის.”
თელაველი ექსპერტი კახა სუხიტაშვილი მიუთითებს, რომ კურდღეალურის ხევი და ეს ადგილი ადამიანისათვის საშიშ ზონად გამოცხადების საფუძველს იძლევა: – `არ არის შემოღობილი კანალიზაციის ჩადინების ადგილი და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომელიც მიუთითებს, რომ აქ კანალიზაცია ჩაედინება. რაც შეეხება დაბინძურებას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი ტერიტორია კი არ ბინძურდება, არამედ მთლიანად მდინარე ალაზანი. არ არსებობს საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებდა დაბინძურების ხარისხს.”
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – ,,დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კურდღელაურის პრობლემას უკვე იცნობს და აღნიშნავს, რომ:
– `მდგომარეობა კურდღელაურში მართლა რთულია. ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ ხევთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი შრომაა აქვს გაწეული. მივაღწიეთ იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მომზადდა და უკვე არსებობს.
პროექტი თელავში კანალიზაციის წყალგამწმენდი ნაგებობის გაკეთების შესახებ. აუცილებელია ჩვენი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, რომ არ უნდა ჩაედინებოდეს კანალიზაცია საირიგაციო არხში.”
ამ სურათის ასახვა ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის წევრებს სოფელ კურდღელაურში ადგილზე მოგვიხდა: სიტუაცია მართლაც უკიდურესად მძიმეა, მაგრამ, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის კონპეტენტური ამ პრობლემების მოგვარებაში, მივმართეთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და გაერთიანებულ წყალმოამრაგების კომპანიას. სამინისტროდანაც და კომპანიიდანაც მივიღეთ ასეთი ინფორმაცია:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო ნიკოლაიშვილი:
-`მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც ითვალისწინებს გრანტის გამოყოფას თელავში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის. სავარაუდოდ, აღნიშნულ პროექტს მიმდინარე წელს მოეწერება ხელი და მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება, თუმცა, ზუსტი თარიღების დასახელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და ტენდერების დასრულების შემდეგ.”
სანაგვედ გადაქცეული ალაზანი და ფეკალური მასებით დაბინძურებული ხევები
ყველა დიდი და პატარა ქალაქი ,,ეკოლოგიურ დანაშაულს” ჩადის მდინარეების წინაშე, ასეა საქართველოშიც. ქვეყნის განვი¬თარების დონე მხოლოდ ლამაზი შენობებით ან განვითარებული ტურიზმითა და მრეწველობით კი არა, ეკოლოგიის დაცვით იზომე¬ბა, მაგრამ ბოლო ოცი წლის გან¬მავლობაში საქართველოში ვერ გამოინახა თანხა, გარემოს დაბინ¬ძურების თავიდან ასაცილებლად საქართველოს რეგიონებში ნარ¬ჩენების პოლეგონები მოეწყოთ და კანალიზაციის სითხის გამწმენდი ნაგებობები დაემონტაჟებინათ. საბოლოოდ,როგორც ეკოლოგები ამტკიცებენ, მდინარეები ბინძურდება.
-,,ჯერჯერობით გვშველის ის, რომ ჩვენი მდინარეები არის წყალუხვი და თვითწმენდის უნარი აქვთ. დაბინძურება დასაშვებ ნორმას არ აღემატება. საქართველოში ხორციელდებოდა პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით. მტკვარ-არაქსის აუზში შემუშავდა ერთიანი მეთოდოლოგია. გამზომი მაკონტროლებელი დამონტაჟდა, დაიდგა პოსტები და დაიწყო შემოწმება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მოთხოვნებს შეესაბამება. ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ საკანალიზაციო სისტემა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რადგან, როცა მდინარეში წყალი დამშრალია, ეს კონცენტრაცია მატულობს, ზაფხულში და შემოდგომით,” _ამბობს ნინო ჩხობაძე.
ამჟამად საქართველოს მდინარეების ანალიზი კეთდება, თუმცა ცხადია, ყველა მდინარის ანალიზი ჯერჯერობით ოცნებად დარჩა. მათ შორისაა წყალუხვი ალაზანი, რომელიც კახეთის სავარგულებსა და ვენახებს წყლით ასაზრდოებს, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით კი აზერბაიჯანის ტერიტორიისაკენ მიუყვება.
ამდენი ფაქტის მოპოვების შემდეგ უნდა სიმართლე ითქვას: ალაზნის დაბინძურება ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული სიმდიდრე: ალაზნის ჭალების უნიკალური ეკოსისტემა, სახელგანთქმული კახეთის ვენახები, სახნავ-სათესი ადგილები და ბოლოს, მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომელიც ალაზნის წყალს სასმელად იყენებს, კატასტროფის წინაშე დგება.
ქვეყანაში 43 წერტილია, სადაც წყალს მიკრობიოლოგიურად იკვლევენ. ალაზნის წყლის შემოწმება ბოლოს 2 წლის წინ, ევროკავშირის დაფინასნებით წყლიდან შაქრიანის მიმდებარედ ჩატარდა, თუმცა მაშინ ცუდი პასუხები არ იყო,” _ამბობს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების სამმართველოს უფროსი მარიამ მაკაროვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ალხაზიშვილი გაზეთ`კახეთის ხმისათვის” 28 მარტს მოწერილ ნომერ 12- 15/365 წერილში წერს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი წყლის სინჯებს იღებს სოფელ შაქრიანთან. სინჯებში ისაზღვრება ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. 2011-2012 წლებში მდინარე ალაზნის აღნიშნულ წერტილებში განსაზღვრული ინგრედიენტების შემცველობები არ აღემატებოდა დასაშვებ კონცენტრატებს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის ჩატარებულ კვლევებში მიეღო მონაწილეობა. ,,ტრანს-სასაზღვრო მდინარეების მართვის მესამე ფაზა, მდინარე მტკვრის აუზისთვის საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანის” პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, საველე პირობებში გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე აეღოთ ნიმუშები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ალხაზიშვილი განმარტავს: `ამ საველე კვლევების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ზედაპირული წყლების ხარისხის შეფასება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპებისა და მიდგომების საფუძველზე. ფიზიკურ-ქიმიურ სტატუსთან ერთად პირველად საქართველოში გამოყენებულ იქნა ჰიდრობიოლოგიური მონაცემებიც (მდინარეების მაკროუხერხემლოების გამოყენებით), აგრეთვე, ჰიდრომორფოლოგიური მდგომარეობა. სინჯების აღების ადგილები შეირჩა ეკოლოგიური სტატუსის მთლიანი სპექტრის მისაღებად. სტატუსი იყობა 5 კლასად, მაღალი, კარგი, ზომიერი, ცუდი და ძალიან ცუდი. ალაზანი-ომალოს, კაბალ-კაბალჰესის, ალაზან-შაქრიანის მონაკვეთი შეფასდა კარგად, კაბალ-კაბალჰესის ქვემო დინება – ცუდად. ასეთი კვლევები კიდევ ორ წელს გაგრძელდება.”
ეპიდემიითა და ინფექციებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა მოსახლეობაში
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების გამოვლენის შემთხვევები, რასაც ძირითადად მოსახლეობა ახალ ხილს და ბოსტნეულს მიაწერს, თუმცა ხშირ შემხთვევაში ხდება, რომ მოწამვლა წყლისგან ხდება.
ცალკე სტატისტიკა, რამდენი ადამიანი მოიწამლა საკვებით და რამდენი წყლით, არ არსებობს. ეს ერთიანი სტატისტიკაა და ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ მოსახლეობისგან აღებულმა ინტერვიუებმა ცხადყო, რომ თითქმის ყველა სოფელში მოდის წყალი, რომელიც ან სილიანია, ან ჭიები მოჰყვება, ან შეფერილია, ან დადგმის შემდეგ ორ-სამ დღეში ხავსი ეკიდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებში წყლისმიერი დაავადებები ცალკე მოცემული არ არის, მაგრამ ბაქტერიული კვლევები ცხადყოფს, რომ დაბინძურებული წყლისაგან შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ინფექციური და პარაზიტული დაავდებები. ნაწლავური დაავა¬დებები ძირითადად ბავშვებში გვხვდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის – ,,სტატისტიკური ცნობარი 2011-ის” სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2011 წელს როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში ტრადიციულად მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებოდა ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გრიპი და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეები. ყოველ ასი ათას მოსახლეზე, ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობებით 1435.9 ადამიანი ავადდება.
2011 წელს ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებმა მთლიანი პოპულაციით უმნიშვნელოდ მოიმატა, ხოლო 0-15 წლის ასაკის ბავშვებში – შემცირდა 15.6%-ით. როგორც 0-15 წლის ასაკის ბავშვების, ასევე ერთ წლამდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაციის ძირითად მიზეზს ნაწლავური ინფექციები წარმოადგენდა: 0-15 წლამდე ასაკის ბავშვებში – 76.4%, ხოლო 0-1 წლამდე ბავშვებში – 82.8%. რეგიონების მიხედვით, ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: კახეთში 2011 წელს 4021.8 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2529 ბავშვია.
ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ, 2010-2011 წლებში ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების გამო, სტაციონარში მკურნალობის შემდეგ გაეწერა 22 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 30 გარდაიცვალა. მთლიანაც ინფექციური დაავადებებით კი საქართველოში 2010 წელს 201 ადამიანი, 2011 წელს 247 ადამიანი გარდაიცვალა.
ნაწლავური ინფექციების გამომწვევი მიზეზები ძირითადად წყალი, საკვები და ვირუსებია. როგორც ექიმი თემურ ბაკაშვილი ამბობს, წყალი ამ დაავადებათა გამოწვევის ყველაზე ხშირი მიზეზია.
ექსპერტი ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ საგანგაშო მდგომარეობა მოსახლეობის ინფორმირებით, სახელმწიფო ზედამხედველობის გამკაცრებით, სტრუქტურების ქმედით უნარიანობითა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით უნდა შეიცვალოს:
-,,სამწუხაროდ, მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია. ხალხი ყველაფერს მიაწერს ეპიდემიას, გარდა წყლისა, არადა წყალი ყველაზე საშიშია.
კახეთში წყლის ხარისხზე მოქმედებს კანალიზაციებიც და უკანონო ნაგავსაყრელებიც, დიდი პრობლემაა ეზოს ტუალეტი და ეზოში გაკეთებული ინდივიდუალური კანაზილაციები. ვიდრე არ მოხდება მოსახლეობის ინფორმაციული ზრდა, იქამდე ამ პრობლემას არ ეშველება, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება და სახელმწიფო პროექტები ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა განხორციელდეს.”
დასკვნა:
•სასმელი და საირიგაციო წყლის ხარისხის გადაცდომა და მოსახლეობაში არსებული ნაწლავური ინფექციების გავრცელება გამოწვეულია რამდენიმე პრობლემით, რომელიც კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ჯერჯერობით სახელმწიფოს პრიორიტეტებში არ არის კანალიზაციისა და წყალგამწმენდი ნაგებობების დაფინანსება;
• უ კ ვ ე დ ა ფ ი ნ ა ნ ს ე ბ უ ლ ი პროექტების არაეფექტურობის მიზეზია ქალაქების სტრატეგიული გეგმების არარსებობა, რადგან არ არის წინასწარ დაგეგმილი, რა შედეგს მოიტანს, ერთმანეთის თანამიმდევრობით ქალაქების გასავითარებლად პროექტები არ ხორციელდება;
•კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემის მოუწესრიგებლობა იწვევს მდინარე ალაზნის დაბინძურებას და საფრთხე ექმნება რეგიონის სავარგულებს, მევენახეობასა და სოფლის მეურნეობის სფეროს;
•კანალიზაციების გამწმენდი ნაგებობების არარსებობა და კანალიზაციის საირიგაციო არხებში, ხევებსა და მდინარეებში გაუწმენდავად ჩაშვება იწვევს გარემოს მასშტაბურ დაბინძურებას;
•მაკონტროლებელი ორგანოებისა და ინსპექციების არარსებობა რეგიონებში დაბინძურების საფრთხეს ზრდის.
საჭიროა, გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებობდეს სანიტარული სამსახური და ინსპექცია, რადგან წყალაღება-წყალჩაშვების რეალური კონტროლი არ არსებობს;
•თვითმმართველობებისთვის ორგანული კანონით მინიჭებული ვალდებულების ჩამორთმევა იწვევს მათ უფუნქციობას და საკითხის გადაჭრის გაჭიანურებას;
•უკანონო ნაგავსაყრელებითა და ნარჩენებით დაბინძურებული სოფლები და ხევები ეპიდემიის საფრხის წინაშეა, აუცილებელია ნარჩენების პოლიგონების გაკეთება რეგიონში;
•მოსახლეობის არაინფორმირებულობა და საკუთარი ნარჩენების მოვლის კულტურის არქონა პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი საფრთხეა.
ავტორები: მაია მამულაშვილი, ნინო ჭაბაშვილი.