სტატიები

უსარგებლო საზოგადოებრივ საპირფარეშოებში გაფლანგული ასობით ათასი ლარი

კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა აღნიშნული საპირფარეშოები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ფუნქციონირებს, ტურისტებს კი თავიანთ შთაბეჭდილებებში საქართველოს ღირსშესანიშნაობების პარალელურად, ამ დაწესებულებების უარყოფით კონტექსტში განხილვა ხშირად უწევთ.
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სერვისებისათვის სოლიდური ფინანსები გაიხარჯა, საზოგადოებრივი ტუალეტები ელემენტალურ პიროებებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
წლების მანძილზე კახეთის რეგიონში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა წარმოადგენდა. პრობლემის აქტუალობასა და სიმწვავეზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ტურისტულად აქტიურ დასახლებებში არც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო ფუნქციონირებს.
21-ე საუკუნის კახეთში, რომელიც საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი რეგიონი უნდა იყოს, ტურისტებს უჭირთ საზოგადობერივი საპირფარეშოების მისამართის დადგენა. იმ შემთხევაში თუ მათ რომელიმეს მიაგნეს, იგი ან დაკეტილია, ან მოუვლელი, რომელიც სანიტარული კუთხით ყოველგვარ სტანდარტს სცდება.
პერიფერიებსა და პროვინციებში აღნიშნული პრობლემა უფრო მძაფრად დგას. შედეგად დაბინძურებულ ქალაქებსა და ტურისტულ ცენტრებს ვიღებთ, რადგან ფი¬ზიოლოგიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტურისტებმა თუ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სხვა საშუალებებს მიაშურეს. ასე მაგალითად, ბოლო 10 წელიწადში თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტების რაოდენობა 30 დან 2-3 მდე შემცირდა.

რა ღირს საპირფარეშოთი სარგებლობა თელავში

საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობის გამო უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები ხშირად პრეტენზიებს გამოთქვამენ. სამწუხაროდ, ვერც წინა და, ამ ეტაპზე, ვერც ახალმა ხელისუფლებამ, აღნიშნული პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.
განსაკუთრებული პრობლემები კი არათუ რაიონულ ცენტრებში, არამედ ტურისტებისათვის საინტერესო, თუმცა ისტორიულ ადგილებშია. მაგალითისათვის – შუამთაში, იყალთოში, ალავერდის მონასტერში, თუშეთში, თელავში ბატონის ციხესთან; არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ადგლებში არ არის აბრა ან რაიმე ტიპის ნიშანი, სად შეიძლება დამთვალიერელმა ისარგებლოს საპირფარეშოთი, თუმცა თუ გაუმართლა და საპირფარეშო აღმოაჩინა, იმდენად დიდი ანტისანეტარიაა გამეფებული, სარგებლობა შეუძლებელია. მაგალითისათვის, კახეთის ერთ ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას – ალავერდსა და ბატონის ციხის მიმდებარე ტეიტორიაზე საპირფარეშოები დაკეტილია. სერვიების შექმნას კერძო სექტორი ცდილობს, თუმცა ხარისხი აქაც მძიმეა.
თელავში, კერძო ტუალეტების მომსახურების ფასი 20-40 თეთრამდე მერყეობს. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მეპატრონესათვის ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. თელავში ათწლეულებია 2 საზოგადოებრივი საპირფარეშო არსებობს – ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე კი სააკაძის ქუჩაზე. ორივე ადგილზე მომსახურების ფასი 20 თეთრი ღირს. აღნიშნული საპირფარეშოებიდან მხოლოდ აგრალურ ბაზარში მდებარეა კერძო, თუმცა სააკაძის ქუჩაზე მდებარე ტუალეტი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და კერძო მეპატრონე იჯარის მოსაკრებელს მუნიციპალიტეტს უხდის.
როგორც მოიჯარე ჩვენთან აცხადებს, მას ვალდებულება აქვს გადაიხადოს იჯარა, და ამავდროულად ჰიგიენური სტანდარტების დაცვით, ობიექტის მოვლა პატრონობა განახორციელოს, რათა ინფექციური დაავადებების გადადების საფრთხე არ შეიქმნას.

როდის დაიწყო საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა

ჯერ კიდევ 2011 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთელი საქართველოს მასშტაბით 33 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობისათვის 2 500 000 ლარი გამოყო. ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი თანხა 200 000 მდე შემცირდა და პროექტის განხორციელება ტენდერში გამარჯვებულ 9 კომპანიას დაევალა. საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის საკითხი 2012 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის განხორციელება 2012 წლის მაისში დაიწყო და მისი დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა2013 წლისათვის წყალომამრაგების კომპანიის მიერ დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 50 საზოგადოებრივი საპირფარეშო აშენდა.

რაც შეეხება კახეთს, წყალმომარაგების კომპანიის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, კახეთის განვითარების სააგენტოსა, ტურისტული განვთარების სააგენტოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საერთო მუშობით რეგიონში 15-ზე საზოგადოებრივი ტუალეტის აშენება დაიგეგმა. (იხილეთ ქვემოთ დეტალურად)
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცემოდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის საქმიანობაში მსგავსი ობიექტის მოვლა-პატრონობა არ შედის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგების კომპანიის მიერ აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით უკვე გადაეცა.

ყველა კომპანიას, რომელსაც საზოგადოებრივი ტუალეტების მშნებელობა ჰქონდა ვალდებულდებულებად ნაკისრი, საზოგა¬დოებრივი ტუალეტების მშენებლობის გარდა კანალიზაციის ქსელის მოწესრიგების პროექტის განხორციელებაც ევალებოდა.პროექტები აზიის განვითარების ბანკის (ADP) კრედიტით ხორციელდებოდა, რომელიც სახელმწიფომ 1 წლის მანძილზე 2012 დან 2013 წლამდე აიღო და მისი ოდენობა 500 მილიონ დოლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნა წყალმომარაგების კომპანიისადმი შემდეგი იყო: ვალდებულების თანახმად, ტუალეტები კეთილმოწყობილი და, რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის უნდა ყოფილიყო ადაპტირებული. სპეციალური შესასვლელის გამოყენებით ეტლში მჯდომი ადამიანები საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობა უნდა შეძლებეოდა.

შესრულდა თუ არა ეს პირობა?!

თელავში ბატონის სასახლისა და ჭადრის მიმდებარე ტერიიტორიებზე მდებარე, ბარჯისხევსა და ყვარელში არსებული საპირფარეშოების გარდა, სხვაგან შესვლა ვერ შევძელით იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თელავსა და ალავერდში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაკეტილი დაგვხვდა. როგორც გავარკვიეთ, ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცის არსებობს თუ არა იქ საზოგადოებრივი ტუალეტები. რაც შეეხება ქ/თელავში ჭადართან მდებარე საპირფარეშოს, მხოლოდ დღესასწაულთან დაკავშირებით იხსნება.
ჩვენს მიერ შესწავლილი საპირფარეშოებიდან უმეტსობა შშმ პირთათვის შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა დაკეტილია. ეტლით გადასაადგილებელი ბილიკი ყველაგან არის, ამავდროულად ჭადარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საპირფარშოებში შესაბამისი ხელის მოსაკიდებელი, დასაყრედენი, შიდა ე.წ. მოაჯირებითაა გაწყობილი.
კახეთის რეგიონში შშმ პირთა „ინვალიდთა“ ინტეგრაციის ცენტრი.ს ხელმძღვალელი ლადო ჭინჭარაულის შეაფსებით:
„კახეთის რეგიონში და კერძოდ თელავში გახშირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ ტურისტთა მიმოსვლა. შესაბამისად, ამ სერვისების შეთავაზება აუცილებელია, უნდა მუშაობდეს როგორც საპირფარეშოები, უნდა არსებობდეს სანიშნეები, სადაც მითითებული იქნება მათი მისამართი. ვიცი, რომ თეატრის უკან მდებარე საპირფრეშოს აქვს ეტლით გადაადგილებულთათვის შესაბამისი შესასვლელი. თუმცა, მხოლოდ ერთი ან ორი საპირფარეშოს არსებობა პრობლემებს ვერ გადაჭრის. არიან ადამიანები, რომლებიც ყავარჯნებით გადაადგილდებიან, მათთვისაც ისეთივე აუცილებელია ამ სერვისების გამოყენება როგორც ნებისმიერი მოქალქისათვის. სამწუხაროდ, ეს სერვერი არ არის განვითარებული საქართველოში, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. არსებობს საპირფარეშოები, რომლებიც დაკეტილია და არც მოქალაქისათვის მიმართულების აუცილებელი სანიშნები აქვს. პრობელმა კვლავ პრობლემად დარჩება. როცა თავად სახელწიფოც და პრემიერ მინისტრიც მიუთითებს, რომ შშმ პირთათვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ყველა სერვისი მათი კომფორტულად მოსახმარებლად, უნდა არსებობდეს უკვე რეგიონებში კეთილი ნება, რომ ეს განვითარდეს.!“

კახეთის რეგიონში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები და მათ მშენებლობაზე დახარჯული თანხები

ქალაქ თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის უკან 2012 წელს საზოგადოებრივი ტუალეტი ტურიზმის სააგენტომ ააშენა, მისი მშენებლობა 45,000 ლარი დაჯდა. საპირფარეშოს აქვს განკუთვნილი 6 საკანალიზაციო წერტილი, 4 ტონიანი წყლის ავზი, შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირტათვის ცალკე გამოყოფილი ნაწილი, სამი ხელსაბანი, გათვალისწინებულია მომხამრებლის ყველა საჭირო მოთხოვნა, ცივი და ცხელი წყლის, გათბობის, ხელის საშრობი ელექტრო მოწყობილობები. თუმცა საპირფარეშო დაკეტილია და მაინც არ ფუნქციონირებს.
ამავე ქალაქში, ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქ ყვარლის ცენტრში თითო საზოგადოებრივი ტუალეტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ააშენა.
ჭადართან არსებული საპირფარეშოს მშენებლობა კომპანიას 117,200 ლარი დაუჯდა. მშენებლობაში შედიოდა, შენობა ნაგებობების აშენება, შენობის ეზოს მოპირკეთება, გარე გალავნის გაკეთება, წყლისა და საკანალიზაციო მილების შეყვანა და დამონტაჟება, შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცალკე წერტი-ლის შექმნა, 8 განყოფილება, შიდა და გარე მოპირკეთება, წყლის 5 ტონიანი ავზის დამონტჟება, სამი ხელსაბანი ოთახის მოწყობა, თბილი და ცივი წყლით უზრუნველყოფა, გარე და შიდა განათებების გაკეთება.
ყველა ვალდებულება შესრულებიული აქვს წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა საპირფარეშო დღემდე დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.
ქალაქ გურჯაანის სოფელ ბარჯისხევში კახეთის განვითარების სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს მიზნობრივად გადასცა 82 000 ლარი, რითაც საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდა. ვალდებულებები საპირფარეშოს ასაშენებლად ანალოგიურია.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტი ახმეტის მუნიციპალიტეტმა და კახეთის განვითარების სააგენტომ ერთობლივი თანხებით ააშენა. ახმეტაში, კერძოდ კი ალავერდის სამონატრო კომპლექსთან არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშო კახეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 82 000 ლარი დაჯდა. ზემოთ ჩამოთვილი ანალოგიური ყველა პირობით დაცული საპირფარეშო დღემდე დაკეტილია. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლთა განმარტებით:
„მართალია, აღნიშნული საპირფარეშო ჩვენს ბალანსზეა, ის მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, თავის დროზე სწორედ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებითაც აშენდა, მაგრამ საზოგადოებრივი ტუალეტს ახლა ალავერდის ეპარქიამ უნდა მიხედოს, რადგან მათთან მდებარეობს, თუმცა იქ კომპლექსურად არის აშენებული არამარტო საპირფარეშოა არამედ არის მაღაზიები, კაფე, და სხვა და სხვა ტურისტისათვის და საჭირო სერვისებიც, რომლებიც მუშაობს!“

მუნიციპალური განვითარების ფონდი დღემდე ახორციელებს ხირსის, ნინოწმინდის, ყველაწმინდის, ძველი და ახალი შუა-მთის, იყალთოს და დავით-გარეჯის რეაბილიტაციას, ფონდის განცხადებით ყველაგან იგეგმება საზოგადოებრივი საპირფარეშოების აშენება თანამედროვე ყველა სტანდარტის დაცვით.
ძველი და ახალი შუამთის, ასევე იყალთოს რეაბილიტაცია, ერთობლივ კომპლექსი, ჯამში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა, სადაც 3 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობაა დაგეგმილი და მათი საშუალო ღირებულება 200 000 ლარამდე შეადგენდა, აღნიშნული პროექტი დღემდე გრძელდება და ვალდებულების თანახმად 2014 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს,
რაც შეეხება გრემის სამონასტრო კომპლექსს, კომპლექსურად აშენებულ კაფე-სასტუმროსა და დასასვენებელ სკვერთან ერთად, აშენდა საზოგადოებრივი ტუალეტიც, რომელსაც ის მოიჯარე უვლის რომელიც კაფესა და სასტუმროს მეპატრონეა.

რამდენი საპირფარეშო ფუნქციონირებს ამ დროისათვის რეგიონში?

კახეთში ყველაზე უფრო ხალხმრავალი ადგილები ტურიზმის სააგენტოს შეფასებით, ბარჯისხევი, ქალაქი თელავი, ყვარელი და ალავერდის სამონასტრო კომპლექსია. ტურისტთა დიდი რაოდენობით წლის ნებისმიერ მონაკვეთში სწორედ ალავერდი ლიდერობს.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ ბარჯისხევის გეოგრაფიულ მდებარეობას, აქ ხალხის ნაკადი არასდროს წყდება, იგი ერთადერთი ადგილია რომელიც თბილისიდან კახეთისაკენ მომავალ ტურისტებისა თუ ნებისმერი ადამიანისათვის ე.წ. შესასვენებელ ადილს წარმოდგენს. თითქმის ყველა სამარშუტო ტაქსი აქ ჩერდება, მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული რამდენიმე რესტორანი, სასადილო და სავაჭრო ობიექტები. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია ხალხით მუდამ სავსეა.

როგორც კვლევებიდან ჩანს, ბოლო სამი წლის მანძილზე თელავში ტურისტების ნაკადი სულ უფრო მეტად იზრდება. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თუ ამ ნაკადის პარალელურად სერვისები არ გაუმჯობესდება, ნაკადის ავტომატური შემცირება მოსალოდნელია.

82 000 ლარიანი საპირფარეშო საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენელთათვის

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ალავერდთან არსებული საზოგადობერივი საპირფარეშო 2012 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტისა და კახეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი დაფინანსებით აშენდა.
კერძოდ, საპირფარეშოს მშენებლობა კახეთის განვითარების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 82 000 ლარი დაჯდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ საპირფარეშოს აშენებიდან 1 თვეც არ უარსებია, მიუხედავად იმისა, რომ საპირფარეშო ყველა აუციებელ ნორმას აკმაყოფილებს, მისი მოვლა პატრონობა მაინც ვერ შეძლო ახმეტის მუნიციპალიტეტმა. სამწუხაროდ ვერც მისი იჯარით გადაცემა მოხერხდა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური აცხადებს:
„მართალია აღნიშნული საპირფარეშო ჩვენს ბალანსზეა ანუ მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს, თავის დროზე სწორედ მუნიციპალიტეტის თანადაფინან¬სებითაც აშენდა, მაგრამ საზოგა¬დოებრივი ტუალეტს ალავერდის ეპარქიამ უნდა მიხედოს, რადგან მათთან მდებარეობს ახლა და, შესაბამისად, ხალხიც სწორედ ამ მონასტერში დადის!
ის სწორედ ალავერდის უამრავი დამთავლერებლისათვის აშენდა, რაღა აღნიშნული სერვისი მათთვის შეგვეთავაზებინა. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად ეს შენო¬ბა ეპარქიის კუთვნილება არ არის, ზეპირი განცხადების საფუძველზე მათ აქვთ ჩვენი ნებრთვა, ასე რომ თავად მიხედონ“
ეპარქია კი ამ ვალდებულებას არ იღებს. ჩვენთან საუბრისას მისი წარმომადგენლი აღნიშნავს, რომ: „საპირფარეშო ალავერდის მონასტის გარეთ მდებარეობს და ჩვენი ვალდებულება არ არის მისი მოვლა!“
იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საპირფარეშო ალავერდის ეპარქიის კუთვნილება გახდებოდა, არსებობდა ამის მხოლოდ ორი სამართლებრივი ნორმა:
პირველი – იგი ეპარქიას უნდა შეესყიდა.
მეორე – ახმეტის მუნიციპალიტეტს სახემწიფოს სასარგებლოდ უნდა მიეტოვებინა აღნიშნული შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდოდა. თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ამის შემდეგ სრული უფლება ქონდა ალვერდთან არსებული საპირფარეშო ან ალავერდის მონასტრისათვის მიეყიდა ან სიმბოლურად ეჩუქებინა.
რეალურად – უპატრონოდ დარჩენილი საპირფარეშო, რომელიც ბიუჯეტსა და კახეთის განვითარების სააგენტოს თავის დროზე 82 000 ლარი დაუჯდა, გაპარტახებული და დაკეტილია.
ნინა ალიაშვილი უკვე 7 წელზე მეტია ალავერდის მონასტრის წინ დგას და სანთლებს ყიდის, ჩვენთან საუბრისას ყვება :
„ყოველ დღე მინიმუმ 300 ადამიანი სტუმრობს მონასტერს, სადღესასწაულო, ან უქმე დღეებში, მაგალითად როცა ჯვრისწერა იმართება ან ნათლობაა, უამრავი ხალხი ირევა. აბა რა გითხრათ? ტუალეტი ყველას სჭირდება. სტუმრისათვის ჩვენი ტუალეტი ქვეყნის კულტურის ნაწილია. მართალია ააშენეს, მაგრამ სულ დაკეტილია, სულ რამდენიმე დღე იმუაშავა.
იცით როდის იხსნება? – როცა საპატრიარქოდან, ან მთავრობიდან მაღალი ჩინის ხალხი მოდის, მარტო მაშინ. შიგნით ყველაფერი წესრიგშია, წყალი მოდის ცივიც და ცხელიც, კარგადაა მოწყობილი. რა ვიცი აბა რატომაა დაკეტილი? რომ გახსნან, დენის ფული ხომ უნდა? დამლაგებელიც უნდა, მოვლა უნდა: იქ სპონი, იქ რაღაც სხვა საშუალებები, მოკლედ პარტონი უნდა პატრონი. შენობა კი არის, მაგრამ არავინაც არ პატრონობს. ხო მაგის გასაღები შიგნით მომუშავე ვიღაცა ქალსა აქვს და ისა ხსნის ხოლმე. სპეციალური სტუმრები რომ ჩამოდიან, ეგ მარტო მაგათთვის იხსნება.
გაჭირვებული უცხოელები მე მეკითხებიან ხოლმე, სად წავიდეთო. ასეთ დღეში არიან ჩამსული ქართველებიც. აბა სად უნდა წავიდნენ ? აგერ ხიდის ქვეშ იკმაყოფილებენ მოთხოვნას. ვეუბენები, სადაც მდინარე ჩამოდის, იქ ჩადით მეთქი, სხვა ადგილი მოსაფარებელი არ არის და რა ქნან?“

ალავერდის მონასტერთან სტუმრობისას სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გავესაუბრეთ. ყველამ ერთი და იგივე აღნიშნა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, დაკეტილი ტუალეტის გარდა სხვა საპირფარეშო ვერსად ნახეს, ბავშვებს კი სწორედ იმ ხიდის ქვეშ მოუხდათ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
„არ ვიცი რა გითხრათ? ბავშვები კი არა ჩვენც კი დავიტანჯეთ, უბრალოდ ცოდოები არიან, აქ ხომ გაშლილი მინდორია და არც ტყე და არც რამე ისეთი, რომ იქ გადახვიდე. ჩვენ, რომ ამ დღეში ვართ ტურისტები რაღა დღეში იქნებიან? “ – ამბობს ლაგოდეხის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ზინაიდა სულაბერიძე.

„საქართველოში მეორედ ვარ, ვწუხვარ რომ ეს სერვისი არ არის მოწესრიგებული არა მარტო აქ, ალავერდში არამედ თითქმის ყველგან, სადაც ვყოფილვარ ეს პრობლემა დგას იმედია, რომ თქვენს ქვეყნაში ეს საკითხი მოწესრიგდება!“- დანანებით აღნიშნავს ნორვეგიელიიდან ჩამოსული ტერეზა ბუერენგენი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?!

შაქრო ტერტერაშვილი წლების მანძილზე ახმეტის რაიონის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსად და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა, მისი განმარტებით:
,,სამარცხვინოა, როცა დღევანდელ თვითმმართველობას არ აქვს იმის უნარი, რომ ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში არსებული შენობის განკარგვას, ამდენი ხნის განმავლობაში თავი ვერ მოაბა; არსებობს ქონების განკარგვის უამრავი ფორმა; სურვილის შემთხვევაში, ნახევარი საათიც კი ბევრია ამ ვითომდა პრობლემის მოსაგვარებლად; მთავარია ნება და ეს გამოგონილი პრობლემა უმალ დაიძლევა. `
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ პირებს ამ თემაზე ჯერ არ უმსჯელიათ:
„ამ საკითხზე არ ყოფილა ჯერ მსჯელობა, თუმცა ალბათ უახლოეს მომავალში გადაიხედება და თუ ალავერდის მონასტერი ვერ პატრონობს, მაშინ რამე გამოსავალს მოვძებნით “
82 000 ლარად აშენებული თანამედროვე სტანდარტების ტუალეტი, რომელიც შშმ პირებზეც არის გათვლილი, დაკეტილია. საქართველოს ტურიზმით დაინტერებულ ადამიანებს კი სახელ¬მწიფო ელემენტალურ სერვისს ვერ სთავზობს.

რა მდგომარეობაშია ბარჯისხევის საზოგადოებრივი საპირფარეშო

ბარჯისხევის საზოგადოებრივი ტუალეტი ეს ის ერთადერთი ობიექტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი შექმნის იდეა გაამართლა. როგოც ზემოთ ავღნიშნეთ, საპირფარეშოს აშენებისათვის კახეთის განვითარების სააგენტომ აქაც 82 000 ლარი დახარჯა. ამ ეტაპზე საპირფარეშო იჯარით გადაცემულია. ის უკვე კერძო პირის ხელშია და მოიჯარე დაკისრებულ ვალდებულებებსაც ასრულებს. როგორც ეთერ გამგებლიშვილი აღნიშნავს:
„ყოველ დღე დილით და საღამოს დეზინფექციას ვატარებ, იჯარას კი წელიწადში 2400 ლარის ვიხდით. შესაბამისად, მომსახურება ფასიანია და ღირს 20 თეთრი, მომხმარებელი კი სულ კმაყოფილია.“

სადღესასწაულო საზოგადოებრივი საპირფარეშოები თელავში

წყალომომარაგების კომაპანიის მიერ აშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი ქალაქ თელავში ჭადრის მიმდებრე ტერიტორიაზე მდებარეობს. საპირფარეშო არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთი დღით იყო გახსნილი, ისიც 2013 წლის 14 ნოემბერს, თელავ-ქალაქობის საზეიმო დღესთან დაკავშირებით, ანუ მაშინ, როცა ქალაქს პრემიერ მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა ეწვია სტუმრად. როგორც იქ მყოფმა დამლაგებელმაც დაადასტურა:
„ტუალეტი მხოლოდ ერთ დღეს გაიხსნა, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით არ ხნიდნენ, და კიდევ, ქალაქში წყლის არ ქონის გამო ვერ ფუნქციონირებს.“
საპირფარეშო მეორე დღესვე დაიკეტა.
თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თემო გოგიაშვილის განმარტებით, მუნინიციპალიტეტი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ისეთ საქმეზე, რომელიც მას არ ეკუთვნის:
„აღნიშნულ საპირფარეშოს მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია მუნიციპალიტეტს, რადგან იქ მოხდა დარღვევა: ანუ მიწა, რომელზეც საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, აქდან, მიწის 19 % არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მისი მეპატრონეები და ვერც ავიღებთ იმ ქონებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც არ გვეკუთვნის“

იგივეს ადასტურებს ქონების მართვის სამსახურის უფროსი დავით ნუსხელიძეც:
„საზოგადოებრივი ტუალეტის შენობის მიწის ფართის მხოლოდ 19 პროცენტი გვეკუთვნის ჩვენ ახლა მიდის სწორე ის პროცესი, რომ უნდა მოხდეს მიწის გადაფარვა, ანუ ჩვენ სახელმწიფოსგან მივიღებთ სხვა იმ რაოდენობის მიწას და დანარჩენი კი სრულად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იქნება. რაც შეეხება საპირფარეშოს, არ არის იგი მუნიციპალიტეტის ქონება და რა ქონებაც არ გვეკუთვნის, იმის განკარგვის უფლება ბუნებრივია, არა გვაქვს.“

როგორც თემო გოგიაშვილი იხსნებს, ტუალეტი ერეკლეობის დღესასწაულზე გაიხსნა, რის გამოც თელავის გამგებელს თხოვნა დასჭირდა:
„მაშინაც გამგებელმა სთხოვა წყალმომარაგების კომპანიას, რომ ერთი დღით გახსინილიყო ტუალეტი, გასაღებიც კი ვერ ვიპოვეთ ვერავისთან და იძულებული გავხდით, კარის საკეტი გაგვეტეხა და ახალი დაგვეყენებინა“.
წყალმომარაგების კომპანიის თელავის მენეჯერი ალიკა შათირიშვილის თქმით, საპირფარეშო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება:
„საპირფარეშო ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, უბრალოდ, წყალმომარაგების კომეპანიამ იგი ააშენა და მის მოვლა პატრონობაზე არ არის პასუხისმგებელი. პრობლემა ის არის, რომ სადაც ეს საპირფარეშო აშენდა, მიწის ნაწილი მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ხოლო ნაწილი კი სამინისტროს“

როგორც ქონების მართვის სასახურში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც მიწის გადაფარვა და ნახაზების ჩასწორება მოხდება, ეკონომიკის სამინისტრო მუნიციპალიტეტს გადმოსცემს ამ ქონებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მუნიციპალიტეტმა მართოს თავისი ქონება. რაც შეეხება თელავის დრამატული თეტრის უკან მდებარე მეორე საპირფარეშოს, ის ტურიზმის სააგენტომ 2012 წელს ააშენა, ზემოთ ნახსენები საპირფარეშოსაგან განსხვავებით, იგი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ჭადართან მდებარე ტუალეტის ანალოგიურად, არც ეს საპირფარეშო მუშაობს, თუნდაც დღის მანძილზე 6 საათიანი გრაფიკით.
ისიც მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში იხსნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც მისი მოვლ არ ხორციელდება. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ბიძინა ხატიაშვილი გვიდასტურებს რომ საპირფარეშო მათ ეკუთვნით:
„საპირფარეშო მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მის ბალანსზეა მაგრამ მუნიციპალიტეტმა როგორც საპირ-ფარეშო ასევე თაეტრის გარშემო მიმდებარე ტერიტორია უსასყიდლო უზურფუქტით დროებით სამართავად თეატრს გადასცა, ჩვენ არ გვაქვს უფლება გასხვისებული ქონება ვმართოთ, ეგ კითხვა თეატრს უნდა დაუსვათ“
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით თეტრის გარშემო მდებარე ტერიტორია 2013 წლის მაისის თვეში უსასყიდლო უზურფუქტით გადაეცა ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამარულ თეატრს.

დრამატული თეატრის ადმინისტრაციაში კი გვიცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორია მართალია მათ ეკუთვნით, მაგრამ საპირფარეშოს მოვლა პატრონობა ამ ეტაპზე ვერ ხდება მწირი ფინანსების გამო. ამიტომ მას მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გახსნიან, როცა ქალქაში ხალხმრავლობა იქნება. თუმცა მათივე განმარტებით:
„ვალდებულებაში არ გვაქვს საპირფარეშო მუდამ გახსნილი იყოს, ვალდებული ვართ მოუაროთ მას და უვლით კიდეც„
რა უფრო სწორია, თანამედროვე ტუალეტების მხოლოდ საზეიმო დღეებში გახსნა თუ მათი მუშაობა მთელი დღის მანძილზე ისე, რომ მომვლელი არ ყავდეს საპირფარეშოებს?
პრაქტიკულად, თელავის, ალავერდისა და ყვარლის საზოგადოებრივმა ტუალეტებმა ვერ გაამრთლეს თავისი დანიშნულება. ალავერდის საპირფარეშოს დაკეტვა მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობის თავიდან აცილებაა, ანუ ახმეტაში ეს პრიორიტეტად არ მიაჩნიათ.
თელავის საზოგადოებრივი ტუალეტების მომსახურება არც ტურუსტზე და არც ვიზიტორზეა გათვლილი. ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ სადღესასწულო დღეებზე მოწვეული მაღალი რანგის სტუმრებისთვის იყენებს.
მისი დაკეტვაც იმ მიზნით ხდება, რომ არ დაზიანდეს, შეკეთებას არ ექვემდებარებოდეს, წყალის გადასახადი მეტი არ მოვიდეს ან კიდევ ელექტროენერგია „არამიზნობრივად“ არ დაიხარჯოს.
რაც შეეხება ყვარელს, საზოგადოებრივი ტუალეტის ლიკვიდაციაც მუნიციპალიტეტის უყურადღებობის მკვეთრი მაგალითია. უბრალოდ, ადგილობრივ თვითმართველობას ამ სერვისის არსებობა პრიორიტეტულად არ მიაჩნია. ყველაზე მთავარი და საინტერესო კი მაინც ის არის, რომ საპირფარეშო მათ არ დაუკეტავთ, მაგრამ არც მისი მოვლისათვის უზრუნიათ.
ამავდროულად, არც მისი გაპარტახებისა და განადგურებისათვის შეუშლიათ ხელი. ფაქტი კი ფაქტად რჩება. ნახევარ მილიონიან კახეთში ერთადერთი საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებს ნორმალურად.
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის ბარჯისხევის მიმდებარედ. მართალია ტუალეტის ფასიანია, მაგრამ სუფთაა და მოწესრიგებული. მეპატრონე კი, როგორც თავად ამბობს, შემოსავალს არ უჩივის.