ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პლატონ კალმახელიძეს ინფორმაციით, “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
,,მუნიციპალური ტრანსპორტი რეგიონის მუნიცპალიტეტებში შეუფერხებლად ასრულებს მარშრუტებს, გამონაკლისს წარმოადგენენ თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სადაც უხვი ნალექსიგან და ყინვისგან შექმნილმა ვითარებამ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ნორმებიდან გამომდინარე დროებით შეჩერება გამოიწვია.
ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად არის აღდგენილი, რაც შეეხება, უამინდობისგან გამოწვეულ შეფერხებებს ახალ კერებზე, შესაბამისი კომპანია მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას პრობლემების დინამიურად აღმოფხვრის მიზნით”,- ამბობს პლატონ კალმახელიძე.

