ბატკანძერი – ოქროსფრად შეფერილი მტაცებელი ფრინველი კახეთიდან
ბატკანძერი ოქროსფრად შეფერილი, ულამაზესი გულმკერდით გამორჩეული მტაცებელი ფრინველია, რომელიც შავარდნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
ის ძირითადად ტყეებში, მთებსა და უდაბნოებში ბინადრობს.
ბატკანძერი კახეთში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და თუშეთის ეროვნულ პარკში გვხვდება.
მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 20 წლამდე აღწევს, ხოლო ტყვეობაში 40-45 წლამდე ცოცხლობს.
მას შეუძლია დაუღალავად იფრინოს ზღვის დონიდან 300-4500 მეტრის სიმაღლემდე.
ზრდასრული ბატკანძერი 7 კილომდე იწონის. ფრინველის სიგრძე საშუალოდ 1.25 მეტრია, ფრთების შლილი კი 2.31 მეტრიდან 2.83 მეტრამდე აღწევს.
ფოტო გადაღებულია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე და მისი ავტორი: ნიკა ქერდიყოშვილია.