რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პლატონ კალმახელიძეს ინფორმაციით, რეგიონის 6 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
,,მუნიციპალური ტრანსპორტი რეგიონის მუნიცპალიტეტებში შეუფერხებლად ასრულებს მარშრუტებს, გამონაკლისს წარმოადგენენ თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტები, სადაც უხვი ნალექსიგან და ყინვისგან შექმნილმა ვითარებამ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ნორმებიდან გამომდინარე დროებით შეჩერება გამოიწვია.
ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად არის აღდგენილი, რაც შეეხება, უამინდობისგან გამოწვეულ შეფერხებებს ახალ კერებზე, შესაბამისი კომპანია მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას პრობლემების დინამიურად აღმოფხვრის მიზნით”.
ფოტო: არქივი

