ახალი ამბები

რა ღირს ჩირის სახეობები ქართულ ბაზარზე

ჩირზე, რომელიც მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. ადამიანები ცდილობენ, იპოვონ და მიირთვან ის, რაც მათი ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

თუმცა იმის გამო, რომ გამხმარ ხილს განსაკუთრებული დამუშავება სჭირდება, ჩირის ფასიც არც თუ ისე დაბალია. „ბიზნესპრესნიუსმა“ შეარჩია რამდენიმე სუპერმარკეტი და ბაზარზე არსებული ჩირის ფასები გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილია ათობით სახეობის ჩირი. ძირითადად ფასების 35-45 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ბაზარზე შეხვდებით გაცილებით ძვირადღირებულ გამხმარ ხილსაც.

ასე მაგალითად, ქართულ სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირადღირებული ჟოლოს და მოცვის ჩირებია. კერძოდ, 1 კგ. ჟოლოს ჩირის ფასი 125 ლარის ფარგლებშია, ხოლო მოცვის ჩირის ფასი 100 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, სუპერმარკეტებში ყველაზე იაფი ღირს ფინიკი, რომლის ფასიც 15 ლარის ფარგლებშია. მას კი მოსდევს თეთრი ქიშმიში, რომელიც საშუალოდ 22.50 ლარი ღირს.

უფრო დეტალურად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს 1 კგ. სხვადასხვა სახეობის ჩირი ქართულ ბაზარზე:

ჟოლოს ჩირი 1 კგ 125 ლარი;
მოცვის ჩირი 1 კგ 100 ლარი;
თუთის ჩირი 1 კგ 45 ლარი;
გარგრის ჩირი 1 კგ 45 ლარი;
საზამთროს ჩირი 1 კგ 35 ლარი;
კივის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ბანანის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
მანდარინის ჩირი 1 კგ 50 ლარი;
ვაშლის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
პაპაიას ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ნესვის ჩირი 1კგ 35 ლარი;
ქოქოსის ჩირი 45 ლარი;
ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ატმის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ანანასის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
კომშის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ლიმონის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ლეღვის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
მარწყვი ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ალუბლის ჩირი 1 კგ 45 ლარი;
მანგოს ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ხურმის ჩირი 1 კგ 35 ლარი;
ქლიავის ჩირი 1 კგ 32.50 ლარი;
შავი ყურძნის ჩირი 1 კგ 25 ლარი;
თეთრი ქიშმიში 1 კგ 22.50 ლარი;
ფინიკი 1 კგ 15 ლარი.