ახალი ამბები

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

,,დასრულებულია! ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას,” – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისის რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი წავიდნენ.

„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, – წერს რიკარდ იოზვიაკი