ახალი ამბები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. მან თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, კუპატაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იქნება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპატაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. გეკა გელაძემ, გიორგი ალადაშვილთან ერთად დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“- წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში.