რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 052 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.88%-ით ზრდაზე მიუთითებს, რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.45 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.41%-ით მომატებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 460 ლარია, 750-სინჯიანი – 345 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 269 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.37 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.50 ლარად არის შესაძლებელი.

